„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N167/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N167/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 117/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 15/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.022.016852
117/ნ
04/09/2014
ვებგვერდი, 04/09/2014
010320020.22.022.016852
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N167/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №117/ნ

2014 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №167/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N167/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.022.016687) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;

ბ) უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის მართვა;

გ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს მიერ განხორციელებულ, მიმდინარე თუ დაგეგმილი სიახლეების, პროგრამების, პროექტების შესახებ;

დ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო, დონორ და დიპლომატიურ ორგანიზაციებთან, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

ე) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გადარჩევა, ანალიზი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გასავრცელებლად მომზადება;

ვ) წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით სამინისტროს საქმიანობისა და მიღწევების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენების/ანგარიშების შექმნა და დაბეჭდვა;

ზ) სამინისტროს შესახებ პერიოდული გამოცემების, ინტერნეტგამოცემებისა და სატელევიზიო სიუჟეტების მონიტორინგის საფუძველზე ყოველდღიური დაიჯესტის მომზადება;

თ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;

ი) საკომუნიკაციო კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;

კ) საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედიაგეგმაზე მუშაობა;

ლ) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების - ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;

მ) ბეჭდური მასალისა და ფოტომასალის დამზადება და გავრცელება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეებისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურების გაწევა;

ო) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის ინტეგრირება დეპარტამენტის სამოქმედო გეგმაში;

პ) სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობის უზრუნველყოფა;

ჟ) სამინისტროს ლოგოს გამოყენებაზე თანხმობის გაცემა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ქვედანაყოფების წინადადებების გათვალისწინებით.“

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პრესცენტრის სამმართველო;

ბ) პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამმართველო;

გ) ინტერნეტკომუნიკაციების სამმართველო.“.

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ)  პერიოდულად  ეცნობა დეპარტამენტში  შემავალ  მოსამსახურეთა  ანგარიშს  მათ  მიერ  გაწეული მუშაობის შესახებ;“

ბ) „კ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის,   დეპარტამენტის    მოხელეების    წახალისების    ან    მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ამ მოვალეობათა შესრულებისას იცავს საქართველოს კანონმდებლობას;“

5. მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

1. პრესცენტრის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო, დონორ და დიპლომატიურ ორგანიზაციებთან, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გადარჩევა, ანალიზი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გასავრცელებლად მომზადება;

დ) სამინისტროს შესახებ პერიოდული გამოცემების, ინტერნეტგამოცემებისა და სატელევიზიო სიუჟეტების მონიტორინგის საფუძველზე ყოველდღიური დაიჯესტის მომზადება;

ე) ყოველკვირეული PR გეგმის შედგენა;

ვ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;

ზ) დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება და გაშუქების უზრუნველყოფა;

თ) დეპარტამენტის უფროსთან ერთად ღონისძიებების შინაარსისა და მოქმედი პირებისა და სპიკერების განსაზღვრა;

ი) პრესრელიზის, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მედიის მობილიზება;

კ) ჟურნალისტებთან, რედაქტორებთან და პროდიუსერებთან მჭიდრო თანამშრომლობა;

ლ) ღონისძიების ამსახველი ვიდეო/ფოტო მასალის ტელევიზიებისთვის მიწოდება;

მ) გავრცელებული ინფორმაციის მედიაში გაშუქების მონიტორინგი;

ნ) მჭიდრო თანამშრომლობა სამინისტროს დეპარტამენტებთან, რათა შეჯერდეს კვირის PR გეგმა;

ო) მჭიდრო თანამშრომლობა სამინისტროს  მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელებთან;

პ) სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობის უზრუნველყოფა.

2. პრესცენტრის სამმართველოს მოხელეები სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 11

1. პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლევედიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) საკომუნიკაციო კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;

გ) პრესცენტრთან თანამშრომლობით საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმაზე მუშაობა;

დ) PR პროექტების დაგეგმვა და მართვა;

ე) ბეჭდური და ფოტო მასალის შეკვეთის დამზადება და გავრცელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეებისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურების გაწევა;

ზ) სამინისტროს ლოგოს გამოყენებაზე თანხმობის გაცემა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის/დეპარტამენტების წინადადებების გათვალისწინებით;

თ) სამინისტროში ვიზიტად მყოფი სტუმრებისა და სხვა დაგეგმილი ღონისძიებებისთვის საჭირო პროდუქციის (სუვენირები, თაიგული) შერჩევა/შეძენა;

ი) წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით სამინისტროს საქმიანობისა და მიღწევების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენების/ანგარიშების შექმნა და დაბეჭდვა.

2. პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამმართველოს მოხელეები სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

6. მე-11 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:

„მუხლი 12

1. ინტერნეტკომუნიკაციების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლევადიან და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) სამინისტროს ვებგვერდის ყოველდღიური განახლება და მართვა;

გ) სამინისტროს სოციალური მედიის მართვა და მონიტორინგი ( Facebook, Twitter, Flicker, myvideo, youtube);

დ) შესაბამისი ვებბანერებისა და Facebook-ის ბანერების მოსამზადებლად მესიჯებისა და ტექსტების შემუშავება და დიზაინერთან თანამშრომლობით ბანერების დამზადება;

ე) სერტიფიკატებისთვის და მისალოცი ბარათებისთვის დიზაინის დამზადება;

ვ) სოციალური ქსელების მეშვეობით შემოსულ კითხვებზე ოპერატიულად პასუხების მომზადება;

ზ) სოციალურ ქსელებში ხშირად დასმული კითხვების შეგროვება და ცხელი ხაზისთვის პასუხების მიწოდება.

2. ინტერნეტკომუნიკაციების სამმართველოს მოხელეები სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე