დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.157.016184 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/09/2014 - 15/01/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის №44 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურის
დებულება |
მუხლი 1.
გამგეობის სახანძრო სამსახური |
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. სამსახური წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტეციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით. 4. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით |
მუხლი 2.
სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები |
ა) სახანძრო უსაფთხოების ღონისძიებათა განხორციელება; ბ) ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება; გ) ხანძრის ჩაქრობა და ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დაწესება; დ) სახანძრო უსაფთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებზე; ე) ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა და მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება; ვ) სახელმწიფო საინფორმაციო უზრუნველყოფა, ხანძრებისა და მათი შედეგების სტატისტიკური აღრიცხვის სისტემის შექმნა; ზ) მუნიციპალიტეტსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში ხანძრის ჩაქრობის, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება; თ) საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობის მიღება; ი) მასობრივი უწესრიგობის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებებში მისი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ხანძრის კერის ჩასაქრობად;
ა) ორგანიზაცია გაუწიოს ხანძრის ჩაქრობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში; ბ) მზადყოფნაში ჰყავდეს სამსახურის პირადი შემადგენლობა, სახანძრო ტექნიკა, კავშირგაბმულობისა და მართვის საშუალებები, ცეცხლსაქრობი ნივთიერებები და სამსახურის შეიარაღებაში არსებული სხვა ტექნიკური საშუალებები; გ) უზრუნველყოს ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების დროული და მაღალხარისხოვანი წარმართვა; დ) განახორციელოს სამსახურის პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახების წევრების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ღონისძიებები; ე) ხელი შეუწყოს მოხალისე მეხანძრეების საქმიანობას; ვ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებების შემუშავება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება-დამტკიცება. ზ) ხანძრებისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვა; თ) მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს; ი) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. |
მუხლი 3.
სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ა) გააკონტროლოს სამსახურის დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების შესრულება; ბ) დადგენილი წესის შესაბამისად უხელმძღვანელოს სამსახურის დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მართვას და მორიგე ცვლის საქმიანობას; გ) განსაზღვროს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესი; დ) ორგანიზება გაუწიოს სახანძრო-ტაქტიკურ და სახანძრო-სამწყობრო მომზადებას; ე) უზრუნველყოს და გააკონტროლოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულება; ვ) მიიღოს სახანძრო წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის სისტემების დაზიანებების აღმოფხვრის უზრუნველყოფის ზომები; ზ) მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის ორგანიზებისათვის საჭირო მონაცემები და ოპერატიული ინფორმაცია; თ) შეამოწმოს დაქვემდებარებულ დანაყოფებში პირადი შემადგენლობის ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის მზადყოფნა; ი) დიდი ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განახორციელოს სამსახურის ძალებისა და საშუალებების გადაჯგუფება; 5. სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. 6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 4.
დასკვნითი დებულებები |
1. სამსახურის დებულებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები