დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1490 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017594 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1490
2014 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ლენტეხის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა;
ბ) ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
|
|
| დანართი
| |
| ლენტეხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი | |||
| № | დასახელება | პროექტირების საორიენტაციო ღირებულება, ლარი | |
| 1 | სოფ. ტყვიბში საავტომობილო ხიდის მოწყობა, მდ. მუხურაზე | 14 500 | |
| 2 | სოფ. მამი-ედიყის მიმართულებით საავტომობილო ხიდის მოწყობა და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია | 11 000 | |
| 3 | სოფ. ჭელეში საავტომობილო ხიდის მოწყობა | 16 000 | |
| 4 | სოფ. დურაშის საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია (მეორე ხიდი) | 11 000 | |
| 5 | დაბის ქუჩების კეთილმოწყობა (მეორე ფაზა) | 9 000 | |
| 6 | სოფ. ხელედში შიდა საუბნო გზების ზედა და ქვედა საყრდენი კედლების რეაბილიტაცია (მეორე ფაზა) | 5 500 | |
|
| ჯამი | 67 000 | |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები