დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დასადები „დეკონტამინაციის მასალების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ შეთანხმების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1486 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017590 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1486
2014 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დასადები „დეკონტამინაციის მასალების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ შეთანხმების პროექტის მოწონების თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დასადებ „დეკონტამინაციის მასალების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ შეთანხმების პროექტი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ,,დეკონტამინაციის მასალების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ შეთანხმების პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №789 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები