საქართველოში ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩასატარებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოში ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩასატარებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1484
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017588
  • Word
1484
26/08/2014
ვებგვერდი, 04/09/2014
000000000.00.003.017588
საქართველოში ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩასატარებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1484

 2014 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოში ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩასატარებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1.  საქართველოში ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩატარების მიზნით,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში ცენტრი)  განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა)  საქართველოში ჰეპატიტის გავრცელების პოპულაციური კვლევის პროტოკოლის  მიხედვით,  18  წელზე  ზევით  ასაკის  7000  ბენეფიციარის (+/-30%) სკრინინგი B და С ჰეპატიტებზე და ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეგროვება;

ბ)  С   ჰეპატიტზე სკრინინგით დადებით შემთხვევებზე გაღრმავებული ლაბორატორიული კვლევების ჩატარება გენოტიპის დასადგენად;

გ) ეპიდემიოლოგიური მონაცემების (მ.შ. ლაბორატორიული კვლევის შედეგების) აღრიცხვა სპეციალურ მონაცემთა ბაზებში;

დ) მონაცემთა ბაზებში ასახული ინფორმაციის ანალიზი;

ე) მიღებული შედეგების საფუძველზე, საქართველოში B და С ჰეპატიტების დაავადებების საწინააღმდეგო სამოქმედო სტრატეგიის განსაზღვრა.

2. ამ განკარგულებით განსაზღვრული ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო მასალების (რეაგენტების, ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალის) შესყიდვა ცენტრმა განახორციელოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

3. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ეპიდზედამხედველობის პროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი 35 03 03 03) გათვალისწინებული ასიგნებებიდან  გამოიყოს  300.0 ათასი ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ირაკლი ღარიბაშვილი