დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1482 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017586 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1482
2014 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №25 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) მიერ 2013 წლის პირველი დეკემბრიდან 2014 წლის პირველ დეკემბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება ყოველთვიურად (30 კალენდარულ დღეში) ანაზღაურდეს:“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს 4 100 000 (ოთხი მილიონ ასი ათასი) ლარის გამოყოფა და ეტაპობრივად სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ დანიშნულებისამებრ გადარიცხვა, მის მიერ წარდგენილი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ნუსხის ნაწილში დამოწმებული ყოველთვიური ანგარიშების საფუძველზე და ამ მიზნით, მასთან სათანადო ხელშეკრულებების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმება.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები