სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1480
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017584
  • Word
1480
26/08/2014
ვებგვერდი, 04/09/2014
000000000.00.003.017584
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1480

 2014 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

      1. 2014 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 3 078 801 (სამი მილიონ სამოცდათვრამეტი ათას რვაას ერთი) ლარი, მათ შორის: 

 ა) ხაშურის მუნიციპალიტეტს – 1 082 532 (ერთი მილიონ ოთხმოცდაორი ათას ხუთას ოცდათორმეტი) ლარი;

ბ) ვანის მუნიციპალიტეტს – 880 716 (რვაას ოთხმოცი ათას შვიდას თექვსმეტი) ლარი;

გ) დუშეთის მუნიციპალიტეტს – 360 065 (სამას სამოცი ათას სამოცდახუთი) ლარი;

დ) საჩხერის მუნიციპალიტეტს – 353 904 (სამას ორმოცდაცამეტი ათას ცხრაას ოთხი) ლარი;

ე) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 309 640 (სამას ცხრა ათას ექვსას ორმოცი) ლარი;

ვ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 82 944 (ოთხმოცდაორი ათას ცხრაას ორმოცდაოთხი) ლარი;

 ზ) მარტვილის მუნიციპალიტეტს – 9 000 (ცხრა ათასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის, სახიდე გადასასვლელების), ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სანიაღვრე არხების, გაბიონების, ნაპირსამაგრი ნაგებობების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტმა, 520 200 (ხუთას ოცი ათას ორასი) ლარით, სოფელ ქვიშხეთში, ცუცქირიძეების უბანში ხიდისა და სოფელ ბულბულისციხეში სკოლასთან არსებული ხიდის მოწყობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტმა, 562 332 (ხუთას სამოცდაორი ათას სამას ოცდათორმეტი) ლარით, ვანის მუნიციპალიტეტმა, 880 716 (რვაას ოთხმოცი ათას შვიდას თექვსმეტი) ლარით, დუშეთის მუნიციპალიტეტმა, 360 065 (სამას სამოცი ათას სამოცდახუთი) ლარით, საჩხერის მუნიციპალიტეტმა, 353 904 (სამას ორმოცდაცამეტი ათას ცხრაას ოთხი) ლარით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა, 309 640 (სამას ცხრა ათას ექვსას ორმოცი) ლარით, ლენტეხის მუნიციპალიტეტმა, 82 944 (ოთხმოცდაორი ათას ცხრაას ორმოცდაოთხი) ლარით და მარტვილის მუნიციპალიტეტმა, 9 000 (ცხრა ათასი) ლარით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

 

პრემიერ-მინისტრი                                    ირაკლი ღარიბაშვილი