დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1478 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017582 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1478
2014 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს გამოუყოს 840 000 (რვაას ორმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქი ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას - 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ბ) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;
გ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;
დ) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას - 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ე) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას – 100 000 (ასი ათასი) ლარი;
ვ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას - 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ზ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას - 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
თ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას – 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი;
ი) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას - 60 000 (სამოცი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები