დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირი ქიარა როზმარი ო სალივანისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1476 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017580 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1476
2014 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირი – ქიარა როზმარი ო სალივანისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ სიღნაღში, კოსტავას ქუჩა №1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 231,46 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული 282 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – 56.14.18.289) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირ ქიარა როზმარი ო სალივანს (პ/ნ 08AH99649).
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
3. სახელმწიფო ქონების შემძენი (ქიარა როზმარი ო სალივანი) ვალდებულია შეასრულოს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის №3ბ/294-11 განჩინებით დამტკიცებული, 2014 წლის 8 მაისს გაფორმებული მორიგების აქტის 2.2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები.
4. საჯარო სამართლის იურდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
5. ამ განკარგულების პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ ამავე განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები