დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ მცხეთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.175.016017 |
|
,,ქალაქ მცხეთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,, ქალაქ მცხეთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს № 3 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე’’ ს.კ. 010250050.35.175.016003.06.08.14წ) . კერძოდ:
1.1 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების’’ მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: “ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საბუღალტრო, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელშეწყობა. 1.2 დებულების მე-12 მუხლის მეექვსე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტური გამოყენებისა და შესრულების შესახებ ანგარიშგების, შესყიდვების დაგეგმა-ადმინისტრირების უზრუნველყოფა, ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები