„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 170
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 118, 01/09/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 06/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.554
  • Word
170
30/08/2006
სსმ, 118, 01/09/2006
010.240.030.10.003.000.554
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №170

2006 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თველოს კანო­ნის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესა­ბამისად:

 მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებუ­ლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენი­ლებით (სსმ III, 2004 წ., №95, მუხლი 816)  დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამი­ნისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები და დამატებები:

1. მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს და ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ.ა“ ,,ვ.ბ“ ,,ვ.გ“ და „ვ1“ ქვეპუნქტები:

„ვ.ა) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის პირველი სამსახური;

ვ.ბ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მეორე სამსახური;

ვ.გ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მესამე სამსახური;

1) ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტან­დარ­ტე­ბთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზა­ციის სამმარ­თველო.“.

2. ამოღებულ იქნეს მე-19 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი.

3. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურების ამოცა­ნებია:

ა) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელ­მწიფო წარმომადგენლობისა და მასთან დაკავში­რე­ბულ საკითხთა უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიღების ორგანიზება და დამუშავება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელ­­­მწიფოს სახელით წარსადგენი დოკუ­მენ­ტების მომ­ზადება;

გ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მი­ერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნათა შესაბამისად აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშვება და მათი განხორციელების ხელ­შეწყობა;

დ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.“.

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

     „მუხლი 201

ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტან­დარ­­ტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმო­ნიზაციის სამმართველოს ამოცანებია:

ა) რომის 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფ­­­ლე­­ბათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონ­ვენციასა და მის ოქმებთან, ევროპის ადამიანის უფლე­ბათა სასამართლოს გადაწყვეტილებებთან საქართვე­ლოს კანონმდებლობის შესაბა­მისობის უზრუნველ­ყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება;

ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიუ­ლი აქტების პროექტების ექსპერტიზა რომის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგე­ნის მიზნით;

გ) რომის 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფ­­ლე­ბათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონ­ვენ­ციისა და მისი ოქმების, ევროპის ადამიანის უფლე­ბათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპუ­ლარიზაცია.”.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ზ. ნოღაიდელი