„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხდველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხდველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 120280000.35.104.016182
36
29/08/2014
ვებგვერდი, 08/09/2014
120280000.35.104.016182
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხდველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2014 წლის 29 აგვისტო

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდესის“  61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხდველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N27 დადგენილებაში (სსმ,  05/08/2014, სარ.კოდი 010260020.35.104.016169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ობიექტის დათვალიერება და ამ სამსახურისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემამდე  ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ შესაბამისი დასკვნის მიწოდება, კანონმდებლობის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება. გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების დადგენილი წესის დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;“

ბ) დებულებას დაემატოს მე-41 და 42 მუხლები:

მუხლი 41. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება

1. ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა  ამ მუხლის მე–19 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

2 .მითითებით განსაზღვრული  ვადის გასვლის შემდეგ გამგეობის ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

გ) მითითება არადროულად სრულდება.

3. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ  სამართალდარღვევა გამოსწორდა გადაწყვეტილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.

4. მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა–ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა–ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

6. დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საურავის დაკისრების შესახებ.

7. უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:

ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა;

ბ) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები;

გ) პროექტის შემთახმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ;

დ) არ არსებობს   მე–5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

8. თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ეს ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება დარღვევების გამოსწორების შესახებ.

9. შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება–დასკვნის სახით. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.

10. ამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა–ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა–ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

11. ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასკვნის სახით წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

12.  გამგებელი ზედამხედველობის სამსახურის მიმართვის საფუძველზე იღებს  მე–5 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ–ერთ გადაწყვეტილებას.

13. გამგებლის  მე–5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კანონითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

14. გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დაინტერესებულ მხარეს.

15 .სამართალდარღვევისათვის დაწესებული ჯარიმა ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული წესით.

16. თუ ვერ ხერხდება გადაწყვეტილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, დასკვნის, სამართლებრივი აქტის გაცნობა (პირადად ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან გადაწყვეტილებაში მითითებულ ობიექტის თავლსაჩინო ადგილზე, თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:

ა) საინფორმაციო დაფა;

ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;

გ) მშენებლობის ტერიტორიის შემოფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.

17. მე–16 პუნქტით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი, ხოლო თუ მშენებარე ობიექტი მრავალბინიანი სახლია _ ბინის მთავარი შესასვლელი.

18. ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა განისაზღვრება კანონით.

19. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მშენებლობის დემონტაჟის დაუყონებლივ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას;

ბ) მშენებლობის შეჩერების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისას;

გ) დარღვევებისთვის საურავის დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას;

დ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;

ე) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;

ვ) მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლოატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია.

მუხლი 42. პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის

1 სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღეში.

2. დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში,  პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, დამრღვევს დაერიცხა საურავი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.

3. სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქციები, ჯარიმდებიან:

ა) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის;

ბ) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის.

4. ამ დებულებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ პირველ და მე–3 პუნქტებში მითითებული პირები ჯარიმდებიან წინა ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით.

5. მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია