დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.175.016012 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/09/2014 - 02/02/2018)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირევლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად,
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება’’ დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო
აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური არის ქ.მცხეთის მერიის სტრუქტურული ერთერული, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეტა აღრიცხვაზე აყვანას, საამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ასევე, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერისა გადაწყვეტილებებითა და სპეციალური სახელმძღვანელოთი „სამხედრო განყოფილებათა სამსახურებრივი საქმიანობის წარმართვის შესახებ“ 3. სამსახური ფინანსდება ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 4. სამსახურს აქვს შტამპი და ბეჭედი, ასევე სხვა საჭირო რეკვიზიტები. |
მუხლი 2.
სამსახურის ძირითადი ამოცანები, უფლებები და მოვალეობანი |
1.სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა)უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზაცია; ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა. გ) გააკონტროლოს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სახედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება. დ) განახორცილოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი. 2.სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა; გ) წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; დ) სავალდებულო სახედრო სამსახურში გამწვევის კომისიების მუშაობის ორგანიზაცია და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში გაგზავნა; ე) ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სისტემის ორგანოებთან ერთად შესაბამისი გეგმის მიხედვით წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის მოსამზადებელ ღონისძიებათა განხორციელება; ვ)აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა და სათანადო გადაწყვეტილებათა მირება; ზ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისათვის თავის ამრიდებელი მოქალაქეების შესახებ მასალების მომზადება და მათი გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. თ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სახედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი. 3.სამსახურის უფლება აქვს: ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუფერხებლად მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, კერძო სტრუქტურებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან; ბ) მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში, შეისწავლოს და დასვას საკითხი ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე მოქალაქეთა სამხედრო არრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ. გ) მოაწყოს თათბირები და შეხვედრები მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესახებ. 4.სამსახური ვალდებულია: ა) გააკონტროლოს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლე-ახალგაზრდობის პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიმდინარეობა; ბ)გამოვალინოს მოქალაქის პროფესიულ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა სამხედრო სამსახურში მისი ეფექტიანად გამოყენების მიზნით. გ)მოამზადოს და შესაბამის ზემდგომ სამსახურს დადგენილ ვადებში წარუდგინოს ინფორმაცია და ანგარიში მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ. |
მუხლი 3.
სამსახურის ორგანიზაცია და მართვა |
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე ამოცანების შესრულებისათვის. ბ)ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომელთა შორის, აკონტროლებს მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას. |
მუხლი 4.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია |
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები