დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.113.016174 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
16
27/08/2014
ვებგვერდი, 05/09/2014
010260020.35.113.016174
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/09/2014 - 14/12/2017)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ,ბ“ ქვეპუნტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 თებერვლის №4 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება |
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური |
1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით. |
2.
სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით. |
3.
სამსახურის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით. |
4.
სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ.№1. |
მუხლი 2.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები |
1.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, გამგეობის დებულება და ეს დებულება. |
2.
სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. |
თავი II
სამსახურის სტრუქტურა |
მუხლი 3.
სამსახურის სტრუქტურა |
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან. |
თავი III
სამსახურის ფუნქციები, უფლებამოსილებები და ვალდებულებები |
მუხლი 4.
სამსახურის ფუნქციები, უფლებამოსილებები და ვალდებულებები |
1.
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისკენ მიმართული დამოუკიდებელ, ობიექტურ და საკონსულტაციო საქმიანობას, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას და დაწესებულების ამოცანების სრულყოფილად შესრულებას; |
ბ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას; |
გ)
მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრას და პრევენციას; |
დ)
ოზურგეთს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებების (მათ შორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) შიდააუდიტორულ შემოწმებას; |
ე)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ფინანსური რისკების დადგენასა და შეფასებას; |
ვ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში (მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას; |
ზ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებების (მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების და მათი რისკფაქტორების გამოვლენას და ანალიზს; |
2.
სამსახური უფლებამოსილია: |
ა)
თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს მიმართოს მოთხოვნით (წერილობითი ან ზეპირი ფორმით) მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე; |
ბ)
შიდა აუდიტის/ინსპექტირების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; |
გ)
შიდა აუდიტის/ინსპექტირების წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით დადგენილი წესით; |
დ)
გამგეობის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება. |
3.
სამსახური ვალდებულია: |
ა)
დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის/ინსპექტირების მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია; |
ბ)
უზრუნველყოს შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; |
გ)
შიდა აუდიტის/ინსპექტირების დასრულების შემდეგ დადგენილ კანონმდელობით ვადებში შეადგინოს შიდააუდიტორული დასკვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს შიდა აუდიტორის მიერ ცალკეული პროცესის, სისტემის ან შიდა აუდიტისადმი დაქვემდებარებული საკითხების შესახებ მიღებული ინფორმაციის ,დოკუმენტაციის და სხვა მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას; |
დ)
შიდააუდიტორული დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის შედეგები; |
ე)
წელიწადში ერთხელ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ჰარმონიზაციის ცენტრს წარუდგენს შიდა აუდიტის წლიური ანგარიშს; |
ვ)
განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციები. |
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები
|
მუხლი 5.
სამსახურის მართვა |
1.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-8 მუხლით და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. |
2.
სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-15 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. |
3.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები