სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

  • Word
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-1197/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 26/08/2014
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02-1197/ო
26/08/2014
ვებგვერდი, 01/09/2014
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  № 02-1197/ო

 

2014 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-9 მუხლის, მე-16 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:       

1. შპს „რეფერალური დახმარების ცენტრის“ ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №2) მიეცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.

2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი  თვის  ვადაში საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.

4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს „რეფერალური დახმარების ცენტრის“ დირექტორის კ. ჩიხრაძის განცხადებები: №78604, 30.07.2014 წ.; №78981, 31.07.2014 წ; №81533, 08.08.2014 წ. ადგილზე დათვალიერების აქტი №57, 20.08.2014 წ.

 

სააგენტოს უფროსი                                                                გია თვალავაძე