„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016041
41
29/08/2014
ვებგვერდი, 04/09/2014
010250050.35.170.016041
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2014 წლის 29 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

 

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ზუგდიდის      მუნიციპალიტეტის   მერიის     დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N3 დადგენილებაში (სსიპ, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ს/კ 010250050.35.170.016003, 18.07.2014) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება, კერძოდ:

1. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს  დაემატოს  „ა.ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:  

ა.ი) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის მერის წარმომადგენელი.

2. დებულების  მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს „ა.ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

ა.ვ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.

3. დებულების  მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) შიდა აუდიტის სამსახური.      

4.  დებულების  მე-11 მუხლის მე-4 პუნქტიდან   ამოღებულ იქნას    გ.ა; გ.ბ; პუნქტები.

5. დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, მატერიალურ–ტექნიკური, საკადრო საკითხთა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, მერიის სამსახურების იურიდიული კონსულტირება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება, მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა; მერის,  მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოსა თუ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. 

6.  მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და  ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

7. მე-14  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. მერის წარმომადგენელი

1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე  ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.                                                                                            

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი.

3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

4. მერის წარმომადგენელი:

ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის  გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) მერს წარუდგენს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ზ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“

8.  მე-14 მუხლს დაემატოს  14¹ მუხლი.

მუხლი 14¹.  საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობის გაცემის წესი.

1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში    საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის, დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.

2. ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

9.  დებულების მე-40 მუხლიდან ამოღებულ იქნეს  „დ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია