დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016262 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის №10 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
,,1. საქმისწარმოების სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საკრებულოს რეგლამენტით, გამგეობის დებულებით, აგრეთვე ამ დადგენილებით”.
,,ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ცნობა არის დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაცემული საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კონკრეტული იურიდიული ფაქტის არსებობას ან არარსებობას.". 4.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოების წესი განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.“. 5.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საქმისწარმოების დოკუმენტების ბლანკები დოკუმენტების სახეების მიხედვით დგება ელექტრონული ვერსიების სახით. ბლანკების ელექტრონული ვერსიები ინახება მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მონაცემთა ბაზებში. ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ბლანკების გამოყენების წესები განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები