საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1453
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017568
1453
15/08/2014
ვებგვერდი, 04/09/2014
000000000.00.003.017568
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1453
 2014 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ ა(ა)იპ – საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ 203845296) უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით, გადასცეს თავის ბალანსზე რიცხული შემდეგი მოძრავი ნივთები:
ა) 58 000 (ორმოცდათვრამეტი ათასი) ლარის ღირებულების (ერთეულის ფასი – 29 000 (ოცდაცხრა ათასი) ლარი) ბატუტი – 2 (ორი) კომპლექტი;
ბ) 1299 (ათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის ღირებულების (ერთეულის ფასი – 649,50 (ექვსას ორმოცდაცხრა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი) პატარა ლეიბი – 2 (ორი) ცალი.
2. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი