დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველო-ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან“ დაკავშირებით 2010 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1449 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017561 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1449
2014 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველო-ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან“ დაკავშირებით 2010 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია „საქართველო-ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის“ დაფინანსების მიზნით, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2010 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს ევროპის საინვესტიციო ბანკს „საქართველო-ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან სესხის ჩამორიცხვის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები