დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2014 წლის 30 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ დამტკიცებული „Stand-By Arrangement“ (SBA) პროგრამის ფარგლებში, 2014-2017 წლების განმავლობაში გათვალისწინებული ტრანშების გამოთხოვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1448 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017560 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1448
2014 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
2014 წლის 30 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ დამტკიცებული „Stand-By Arrangement“ (SBA) პროგრამის ფარგლებში, 2014-2017 წლების განმავლობაში გათვალისწინებული ტრანშების გამოთხოვის შესახებ
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 43 და 44 პუნქტების შესაბამისად:
1. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (IMF)(შემდგომში – ფონდი) გამოთხოვილ იქნეს ფონდის მიერ დამტკიცებული „Stand-By Arrangement“ (SBA) პროგრამის ფარგლებში, 2014-2017 წლების განმავლობაში გათვალისწინებული, მისაღები ტრანშები 100 მლნ-მდე SDR-ის ოდენობით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტრანშების გამოთხოვა SBA პროგრამით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტრანშების ფარგლებში, SBA პროგრამით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, 100 მლნ-მდე SDR-ის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები