დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული, დაზიანებული წიგნების სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელებისა და გერმანული წარმოშობის წიგნების გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის გადაცემის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1460 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017559 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1460
2014 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული, დაზიანებული წიგნების სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელებისა და გერმანული წარმოშობის წიგნების გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის გადაცემის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის 431 მუხლის შესაბამისად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავში დაცული, დაზიანებული წიგნების სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელებისა და გერმანული წარმოშობის წიგნების გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის გადაცემის მიზნით საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად, მიეცეს თანხმობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აღნიშნული წიგნების გატანის ან/და დროებით გატანის ნებართვა გასცეს„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები