საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ

  • Word
საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1457
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017555
  • Word
1457
15/08/2014
ვებგვერდი, 04/09/2014
000000000.00.003.017555
საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1457

 2014 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ

1. ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოქალაქე ლუკა ხელაძის (დაბ. 15.11.2004წ., პ/ნ 60301164822) საზღვარგარეთ საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 35 03 04 03) ასიგნებიდან იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ ვერონაში, საუნივერსიტეტო კლინიკაში (AZIENDA OSPEDALIERA UNIVERSITARIA INTEGRATA) ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედის) ტრანსპლანტაციის დაფინანსება  75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ევროს ოდენობით, არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, ერთჯერადად, წინასწარი ანგარიშსწორების საშუალებით.

 2. მოქალაქე ამ განკარგულებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. ამასთან, მან (მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა უზრუნველყოს დადგენილი ფორმის წერილობითი ვალდებულების აღება, რომლის მიხედვითაც მომსახურების მიღებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.

 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                       ირაკლი ღარიბაშვილი