დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ყვარლის ბაგის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1446 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017554 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1446
2014 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
,,ყვარლის ბაგის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, ადგილობრივი მნიშვნელობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროექტის (ფერმის მშენებლობა) განსახორციელებლად და მდინარე დურუჯის კალაპოტის ჭარბი აკუმულაციის უბნის გაწმენდის მიზნით, შპს ,,ყვარლის ბაგა“ სამი თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ქ. ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე დურუჯის ჭალა-კალაპოტში მოიპოვოს 5 000 (ხუთი ათასი) მ3 ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების ფარგლებში:
| N | X | Y |
| 1 | 565683 | 4643169 |
| 2 | 565740 | 4643148 |
| 3 | 565718 | 4643077 |
| 4 | 565650 | 4643097 |
| S= 0.50 ჰა | ||
| WGS 1984 | ||
2. შპს ,,ყვარლის ბაგამ“ უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება.
3. შპს ,,ყვარლის ბაგა“ ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
4. შპს ,,ყვარლის ბაგამ“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 870 (რვაას სამოცდაათი) ლარის გადახდა, ამ გაკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
5. შპს ,,ყვარლის ბაგამ“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში (შემდგომში – დეპარტამენტი) წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ.
6. შპს ,,ყვარლის ბაგის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები