დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1455 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017552 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1455
2014 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) მესტიის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფეობრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების (პკ4+55-პკ5+25, პკ5+50-პკ5+85, პკ14+34-პკ14+64, პკ16+34-პკ17+06) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;
ბ) ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები