საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1445
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017551
  • Word
1445
15/08/2014
ვებგვერდი, 04/09/2014
000000000.00.003.017551
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1445

 2014 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს:

1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების მიზნით, მაღალი გამავლობის (სამხიდიანი) სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მისთვის გამოყოფილი ასიგნებიდან.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ:

ა) სააგენტოს დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობის, რეაბილიტაციის ან/და მოვლის, ხანძარსაწინააღმდეგო ან/და ხე-ტყის დამზადების ღონისძიებების და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების შესრულების მიზნით, სპეციალური ტექნიკით (ტრაქტორებით, ბულდოზერებით, ექსკავატორებით, მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომანქანებით და სხვა მსგავსი) მომსახურების ან/და ამავე ტექნიკით სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;

ბ)სააგენტოს დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობის, რეაბილიტაციის ან/და მოვლის, ხანძარსაწინააღმდეგო ან/და ხე-ტყის დამზადების ღონისძიებების, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების შესრულების მიზნით, სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული სპეციალური ტექნიკის (ტრაქტორები, ბულდოზერები და სხვა მსგავსი) ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;

გ)სააგენტოს დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას განსახორციელებელი სპეციალური ჭრების უზრუნველყოფის მიზნით, ხე-ტყის დამზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                  ირაკლი ღარიბაშვილი