ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯი „განთიადისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი - 217890192) სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1443
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017549
  • Word
1443
15/08/2014
ვებგვერდი, 04/09/2014
000000000.00.003.017549
ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯი „განთიადისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი - 217890192) სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოსმთავრობის

განკარგულება №1443

 2014 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯი „განთიადისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 217890192) სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

  1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს:

  ა) თავისსარგებლობაში არსებული, ქ. გორში, ბესიკის ქ. №2-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი –№66.45.27.059) მდებარე უძრავი ქონების – შენობა №1-ის მე-2 სართულიდან – 1040 კვ.მ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში, იჯარის ფორმით, ყოველწლიური საიჯარო ქირით – 26000 (ოცდაექვსი ათასი) ლარი გადასცეს ა(ა)იპ – პროფესიულ კოლეჯ „განთიადს“ (ს/კ – 217890192);

  ბ) ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული მოძრავი ქონება აუქციონის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, დროებით სარგებლობაში, ყოველწლიური ქირით – 2455 (ორი ათას ოთხას ორმოცდათხუთმეტი) ლარი გადასცეს ა(ა)იპ – პროფესიულ კოლეჯ „განთიადს“ (ს/კ – 217890192).

  2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ა(ა)იპ – პროფესიული კოლეჯი „განთიადისთვის“ (ს/კ – 217890192) გადაცემის ვადა განისაზღვროს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

  3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფოქონების აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

  ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქირის გადახდა;

  ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, დროებით სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების ბაზაზე პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მისი მოქმედების განმავლობაში.

პრემიერ­-მინისტრი              ირაკლი ღარიბაშვილი