ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯი „განთიადისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი - 217890192) სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1443
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017549
  • Word
1443
15/08/2014
ვებგვერდი, 04/09/2014
000000000.00.003.017549
ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯი „განთიადისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი - 217890192) სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოსმთავრობის

განკარგულება №1443

 2014 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

ა(ა)იპ - პროფესიული კოლეჯი „განთიადისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 217890192) სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

  1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს:

  ა) თავისსარგებლობაში არსებული, ქ. გორში, ბესიკის ქ. 2-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი –№66.45.27.059) მდებარე უძრავი ქონების შენობა 1-ის მე-2 სართულიდან 1040 კვ.მ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში, იჯარის ფორმით, ყოველწლიური საიჯარო ქირით 26000 (ოცდაექვსი ათასი) ლარი გადასცეს ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯ „განთიადს“ (ს/კ 217890192);

  ბ) ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული მოძრავი ქონება აუქციონის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, დროებით სარგებლობაში, ყოველწლიური ქირით 2455 (ორი ათას ოთხას ორმოცდათხუთმეტი) ლარი გადასცეს ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯ „განთიადს“ (ს/კ 217890192).

  2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „განთიადისთვის“ (ს/კ 217890192) გადაცემის ვადა განისაზღვროს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

  3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფოქონების აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

  ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქირის გადახდა;

  ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, დროებით სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების ბაზაზე პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მისი მოქმედების განმავლობაში.

პრემიერ­-მინისტრი              ირაკლი ღარიბაშვილი