დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „Грин Апекс“-ს შორის 2012 წლის 4 ივლისს დადებული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის გაუქმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1442 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017548 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1442
2014 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „Грин Апекс“-ს შორის 2012 წლის 4 ივლისს დადებული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის გაუქმების თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „Грин Апекс“-ს შორის 2012 წლის 4 ივლისს დადებული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის მე-3 მუხლის 3.6 პუნქტის და მე-4 მუხლის 4.6 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 4 ივლისიდან მისი ავტომატურად გაუქმების (იურიდიული ძალის დაკარგვის) თაობაზე, შპს „Грин Апекс“-ის მიერ ამავე მემორანდუმის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტითა და მე-4 მუხლის 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების მემორანდუმით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების ასლის შპს „Грин Апекс“-ისათვის გადაცემა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები