,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 516
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 02/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018136
516
27/08/2014
ვებგვერდი, 29/08/2014
040030000.10.003.018136
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №516

2014 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, №89, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          ,,2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

დავით  შავლიაშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ნოდარ ხადური

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

მიხეილ გიორგაძე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ოთარ დანელია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

კახა კალაძე

_

საქართველოს ენერგეტიკის  მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

სოზარ სუბარი

_

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

გიორგი ამაშუკელი

_

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

თენგიზ შერგელაშვილი

 _

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

არჩილ ცაბუტაშვილი

_

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი,  სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ვაჟა ფანჩულიძე

_

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ერეკლე ტრიპოლსკი

_

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ზურაბ ტყემალაძე

_

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

დავით ონოფრიშვილი

_

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ეკატერინე გიგაური

­_

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი