„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 515
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2014
ძალაში შესვლის თარიღი 22/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.018135
515
27/08/2014
ვებგვერდი, 29/08/2014
470230000.10.003.018135
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №515

2014 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2014 წლის 27 იანვრის N116 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2014, 470230000.10.003.017735) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საექსპერტო/საინჟინრო სამუშაოები და საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის სოფელ  რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“-„ჟ“ ქვეპუნქტები:

„ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება);

თ) საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში (ვანი, დედოფლისწყარო, ლენტეხი, ხარაგაული, ლანჩხუთი)  სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა შესაბამისი სამედიცინო აპარატურით; 

ი) გორის მუნიციპალიტეტის სოფელი მეჯვრისხევის ამბულატორიის შენობის გარე ფასადის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;

კ) ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის შენობის დასრულების სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა;

ლ) ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის შენობის გათბობა-გაგრილების სისტემის ოპტიმიზაცია-დასრულების სამუშაოების შესყიდვა;

მ) საქართველოს მასშტაბით 82 ამბულატორიის აღჭურვა სხვადასხვა სამედიცინო და საოფისე ინვენტარით;

ნ) დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების (გეოლოგიური კვლევისა და საავტორო ზედამხედველობის ჩათვლით) შესყიდვა;

ო) დაბა გუდაურში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (ტრავმული) ცენტრის სამშენებლო სამუშოების შესყიდვა;

პ) ჯანდაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დღგ-ის თანხის გადახდა;

ჟ) ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის ელექტროენერგიის გადასახადის თანხის გადახდა.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია

1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწი­ფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“, „ლ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის  100%-იანი  წილის  მართვის უფლებით გადაცემულმა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ (შემდგომში - კომპანია) უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი  საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება  (გარე კომუნიკაციების, მათ შორის, ელექტრომომარაგებისა და ბუნებრივი აირით მომარაგების ქსელების მოწყობის გარეშე) და ამ სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის და სხვა სახის სამუშაოებისა და მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოსათვის ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის მე-7 პუნქტით განსაზღვრული თანხის კომპანიისათვის გადარიცხვა;

ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირ­ველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, კომპანიასთან „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.

5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს  კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით;

ბ) კომპანიის მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების განხორციელებასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით.

6. კომპანიამ უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისათვის ინფორმაციის მი­წო­დება გადარიც­ხუ­ლი თანხის ხარჯვის შესახებ, სამინისტროების მოთხოვნის შესაბამისად.

7.  საქართველოს ფინანსთა და  საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა, 2015 და 2016 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების მომზადების დროს, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გაითვალისწინონ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსებისათვის საჭირო შესაბამისი თანხები კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

 პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 26396.1 ათასი ლარით:

 

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1.

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი №2) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრის ფუქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა;

9,131.8

2.

საექსპერტო/საინჟინრო სამუშაოები და საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა;

214.7

3.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა;

11,000.0

4.

პროგრამის ადმინისტრირება;

42.9

5.

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა;

110.0

6.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა;

400.0

7.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება);

4,000.0

8.

საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში (ვანი, დედოფლისწყარო, ლენტეხი, ხარაგაული, ლანჩხუთი) სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა შესაბამისი სამედიცინო აპარატურით;

73.5

9.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი მეჯვრისხევის ამბულატორიის შენობის გარე ფასადის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;

10.3

10.

ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის შენობის დასრულების სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა;

624.9

11.

ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის შენობის გათბობა-გაგრილების სისტემის ოპტიმიზაცია-დასრულების სამუშაოების შესყიდვა;

102.1

12.

საქართველოს მასშტაბით 82 ამბულატორიის აღჭურვა სხვადასხვა სამედიცინო და საოფისე ინვენტარით;

324.3

13.

დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების (გეოლოგიური კვლევისა და საავტორო ზედამხედველობის ჩათვლით) შესყიდვა;

30.0

14.

დაბა გუდაურში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (ტრავმული) ცენტრის სამშენებლო სამუშოების შესყიდვა;

110.0

15.

ჯანდაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დღგ-ის თანხის გადახდა;

220.8

16.

ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის ელექტროენერგიის გადასახადის თანხის გადახდა.

0.8

 

სულ:

26,396.1.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 22 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი