დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, შპს „მშენუნივერსალსა“ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის დადებულ „სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების პროექტის შესახებ“ საგრანტო ხელშეკრულებაში (№201203447-BA) შესატანი ცვლილების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1435 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017541 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1435
2014 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
„საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №406 განკარგულებით მოწონებულ საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად,მოწონებულ იქნეს „საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №406 განკარგულებით მოწონებულ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ა/რ მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები