„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018133
513
26/08/2014
ვებგვერდი, 27/08/2014
010240030.10.003.018133
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №513

2014 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში  (სსმ, №54, 25/05/2004)­ შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული  დებულების 41 მუხლის:

 1. პირველი პუნქტის:

 ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ბ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

 ა) სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;

 ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის მართვა;

 გ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს მიერ განხორციელებულ, მიმდინარე თუ დაგეგმილი სიახლეების, პროგრამების, პროექტების შესახებ;

 დ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო, დონორ და დიპლომატიურ ორგანიზაციებთან, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

 ე) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გადარჩევა, ანალიზი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გასავრცელებლად მომზადება;

 ვ) წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით სამინისტროს საქმიანობისა და მიღწევების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენების/ანგარიშების შექმნა და დაბეჭდვა;

 ზ) სამინისტროს შესახებ პერიოდული გამოცემების, ინტერნეტგამოცემებისა და სატელევიზიო სიუჟეტების მონიტორინგის საფუძველზე, ყოველდღიური დაიჯესტის მომზადება;

 თ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;

 ი) საკომუნიკაციო კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;

 კ) საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედიაგეგმაზე მუშაობა;

ლ) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების - ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;

 მ) ბეჭდური მასალისა და ფოტომასალის დამზადება და გავრცელება;

 ნ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეებისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურების გაწევა;

 ო) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის ინტეგრირება დეპარტამენტის სამოქმედო გეგმაში;

 პ) სამინისტროს საშვთა ბიუროსა და სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობის უზრუნველყოფა;

 ჟ) სამინისტროს ლოგოს გამოყენებაზე თანხმობის გაცემა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ქვედანაყოფების წინადადებების გათვალისწინებით.“.

 3. მე-7 პუნქტის:

 ა) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

 „თ1) სასკოლო სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების პროცესის ადმინისტრირება; გრიფირებული სახელმძღვანელოების/სერიების საბიბლიოთეკო ფონდის წარმოება; გრიფირებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის წარმოება;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) სასწავლო რესურსების შეფასების პროცესის ადმინისტრირება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი