დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 15/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.10.003.000.535 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/08/2006 - 23/08/2006)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №151
2006 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორ თვეში უზრუნველყოს შესაბამის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელება.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) 2006 წლის 1 დეკემბრამდე სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ქონების საფუძველზე დააფუძნოს ოთხი სხვადასხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციის ღონისძიებათა განსახორციელებლად უზრუნველყოს მუშაკთა დავალიანებების, კომპენსაციებისა და ინვენტარიზაციისათვის თანხის გამოყოფა 2006 წლის 31 აგვისტომდე.
5. დადგენილების პირველი პუნქტი ამოქმედდეს ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
6. დადგენილება, გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები