დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016261 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებით (სსმ, ვებ-გვერდი, 29/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016208) დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების: |
1.
მე-2 მუხლის პირველი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის, აგრეთვე მედია-საშუალებებთან ურთიერთობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებში/პროექტებში ან არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია), ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი I, II, III), ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №19 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების ცოდნა; დ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - ძალიან კარგად) ცოდნა. |
2.
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; გ) მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო, საერთაშორისო/არასამთავრობო სექტორში ან მედიასაშუალებებში მუშაობის გამოცდილება; დ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Adobe Photosh - ძალიან კარგად ცოდნა.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები