ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 06/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016093
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
25/08/2014
ვებგვერდი, 02/09/2014
010260030.35.142.016093
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/09/2014 - 30/01/2018)

 

   ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2014 წლის 25 აგვისტო

ქ. ნინოწმინდა

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი



დანართი
ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის

იურიდიული სამსახურის  დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული  სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, გამგეობის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით, ,,სახელმწიფო შიდა  ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სხვა კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით.

3. საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს გამგეობას.

4. სამსახურის და ფინანსების წყაროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

სამსახურის მისამართია  ქ. ნინოწმინდა,  პუშკინის ქ. №43.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება  სამსახურის უფროსის, კონტროლის და შიდა აუდიტის  განყოფილებისა და სამსახურის მოხელეებისაგან.

2. განყოფილების საჯარო მოხელეებია:

ა) მთავარი სპეციალისტი;

ბ) წამყვანი სპეციალისტი.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად იურიდიული სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს საკრებულოში განსახილველი იმ სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომელიც გამგეობის  მიერ არის ინიციირებული;

ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოში გამგებლის მიერ განსახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას და ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას საკრებულოს სხდომაზე განსახილველად;

გ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს გამგეობის  წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს ;

დ) უზრუნველყოფს სათანადო ღონისძიებების გატარებას გამგეობის  სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად;

ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებას გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე გამგეობის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე;

ვ) განიხილავს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს, ითანხმებს მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და გამგეობის  სამართლებრივ ინტერესთან შესაბამისობის საკითხს;

ზ) ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების  და სხვა  ნორმატიული აქტების სისტემატიზაციას და მათ სამართლებრივ ექსპერტიზას;

თ) შეისწავლის გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს, მოსაზრებებს და შესაბამისი რეაგირებისათვის წინადადებებს წარუდგენს გამგებელს;

ი) განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს;

კ) ახორციელებს  მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას და მათი რისკ ფაქტორების გამოვლენას და ანალიზს.

2. იურიდიული სამსახურის ამოცანებია:

ა) გამგებლისათვის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამართლებრივი აქტების მიღების ინიციატივის განხორციელებაში ხელშეწყობა;

ბ) ცალკეულ  საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა;

გ) გამგეობის  საქმიანობასთან დაკავშირებით  წარმოშობილ  ცალკეულ საკითხებზე რეკომენდაციის მომზადება;

დ) გამგეობის  თანამშრომელთათვის კონსულტაციის გაწევა  მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;

ე) მონაწილეობა გამგეობის  ბიუჯეტის ფორმირებაში;

ვ) გამგეობის  წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებსა და დაწესებულებებში;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 


მუხლი 4. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ახორციელებს განყოფილების უფროსი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების უფროსსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით: საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს იდივიდუალურ  ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს-ბრძანებას.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

 


მუხლი 5. განყოფილების უფროსი
1. განყოფილების უფროსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით  და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) იბარებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმის და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმიანობას;

ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ი) განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს სამსახურის უფროსის წარდგინებით განახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

 


მუხლი 6. კონტროლისა და შიდა აუდიტის განყოფილება
1. განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის  დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა;

ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტორული შემოწმება;

გ) მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და მათი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, სამსახურის უფროსის მიერ გამგებლისათვის წარდგენის მიზნით;

დ) გამგეობის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული შემდგომი რეაგირება;

ე) გამგეობის წინაშე არსებული ფინანსური რისკების დადგენა და შეფასება;

ვ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ზ) სხვა საქმიანობა, შიდა აუდიტთან დაკავშირებული ფუქციები, რომელიც გამომდინარეობს გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან, ,,სახელმწიფო შიდა  ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

 2. განყოფილება უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ჩაატაროს შიდა აუდიტი გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციებს მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებით; 

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთნ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

გ) შიდა აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, სამსახურის უფროსს მიაწოდოს ინფორმაცია გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ;

დ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

3. განყოფილება ვალდებულია:

ა) დაიცვას ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;

ბ) ჩაატაროს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;

გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

დ) მოამზადოს ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ, სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით გამგებლისათვის წარსადგენად.


მუხლი 7. დასკვნითი დებულება
1. სამსახურის  ქონება წარმოადგენს  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებას.

2. სამსახურის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.