დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30 |
დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/08/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.110.016170 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №22 დადგენილებაში რომელიც გამოქვეყნებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" (05/08/2014 წელი სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „2 . სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება; ბ) განათლების განყოფილება: გ) სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება“. 2. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „უ“ ქვეპუნქტი: „უ) საზოგადოებრივი განათლებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას და ღონისძიებების დაგეგმვას.“ 3. დებულების მე-4 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 4. კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციები სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; დ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ა.შ.) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას; ე) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას; ვ) ეროვნული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას: ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“ 4. დებულებას დაემატოს 4 1 მუხლი შემდეგი რედაქციით : „მუხლი 41. განათლების განყოფილების ფუნქციები“ 1. განათლების სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; 2. განათლების სფეროში მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; 3. სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის კოორდინაცია; 4. წინადადებების შემუშავება განათლების დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; 5. გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა; 6. საზოგადოებრივი განათლებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადება და ღონისძიებების დაგეგმვა. 7. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები