დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულებების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.110.016169 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულებების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №18 დადგენილებაში რომელიც გამოქვეყნებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (05/08/2014 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი: „გ. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება.“. 2.შეიცვალოს დებულების მე-3 მუხლი და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას: ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას: ე) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლის მომარაგების და წყალარინების უზრუნველყოფას; ვ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხზე; ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; თ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას; ი) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; კ) მიწათსარგებლობის საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას; ლ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; ნ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; ო) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; პ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ჟ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; რ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ს) მშენებლობის ნებართვის გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ტ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; უ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავებას; ფ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობების ზედამხედველობას; ქ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას; ღ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას; ყ) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას; შ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობის, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას; ჩ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების საკითხებს; ც) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; ძ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების სწორად შედგენის მიზნით ინფორმაციების შეკრების, დამუშავების, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფას; წ) მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობის გამოკითხვების და კვლევების ჩატარებას; ჭ) დასახლებათა საერთო კრებებზე განხილვის შედეგად განსაზღვრული პროექტების, პრობლემების, შედარებითი ანალიზის განხორციელებას; ხ) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მოქალაქეთა ჩართულობის მონაწილეობის გაუმჯობესებას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად; ჯ) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამების რეგიონალური განვითარების სტრატეგიებთან ჰარმონიზებას და თავსებადობას ინფრასტრუქტურის მიმართულებით; ჰ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებზე მონაცემთა ბაზის შექმნას, არსებული ბაზის რესურსების შესაბამისად ახალი პროგრამებსა და პროექტებში მათი გათვალისწინებას; ჰ1) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების, პროექტების განხილვისას მოსახლეობის ჩართულობის ორგანიზებას; ჰ2) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების შედგენას, მისი შესაბამის კომისიაზე განხილვის ორგანიზებას, პროექტების პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზაციას, მისი საკრებულოში ინიცირებას; ჰ3) აუცილებლობის შემთხვევაში საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადების შესაბამის სამინისტროში წარდგენას, მისი კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობას; ჰ4) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღებას; ჰ5) მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღებას, სათანადო წინადადების ინიციირებას; ჰ6) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექნას მათ გადასაწყვეტად წინადადებების შემუშავებას; ჰ7) მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას; ჰ8) ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე საქმიანი ურთიერთობის ორგანიზებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, საგზაო დეპარტამენტთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა; ჰ9) შესრულებულ პროექტებზე დადგენილ ვადაში საინფორმაციო პაკეტის მომზადებას და შესაბამის უწყებსა და სტრუქტურებში წარდგენას; ჰ10) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენის ორგანიზებას, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების მიმდინარეობაზე გამგებლისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას. 3. დებულებას დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით „მუხლი 51. სამსახურის ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის განყოფილების ფუნქციები:
ა) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების სწორად შედგენის მიზნით ინფორმაციების შეკრების, დამუშავების, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფას; ბ) მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გავითარების პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობის გამოკითხვებისა და კვლევების ჩატარებას; გ) დასახლებათა საერთო კრებეზე განხილვის შედეგად განსაზღვრული პროექტების, პრობლემების, შედარებითი ანალიზის განხორციელებას; დ) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მოქალაქეთა ჩართულობის მონაწილეობის გაუმჯობესებას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად; ე) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამების რეგიონალური განვითარების სტრატეგიებთან ჰარმონიზებას და თავსებადობას ინფრასტრუქტურის მიმართულებით; ვ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებზე მონაცემთა ბაზის შექმნას, არსებული რესურსების შესაბამისად ახალ პროგრამებსა და პროექტებში მათ გათვალისწინებას. ზ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების, პროექტის განხილვისას მოსახლეობის ჩართულობის ორგანიზებას; თ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების, პროექტების შედგენას, მისი შესაბამისი კომისიაზე განხილვის ორგანიზებას, პროექტების პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზაციას, მისი საკრებულოში ინიციირებას; ი) აუცილობლობის შემთხვევაში საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების შესაბამის სამინისტროში წარდგენას, მისი კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობას; კ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღებას; ლ) მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღებას, სათანადო წინადადების ინიციირებას; მ) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექნას მათ გადასაწყვეტად წინადადებების შემუშავებას; ნ) მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას; ო) ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე საქმიანი ურთიერთობის ორგანიზებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, საგზაო დეპარტამენტთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა; პ) შესრულებულ პროექტებზე დადგენილ ვადაში საინფორმაციო პაკეტის მომზადებას და შესაბამის უწყებასა და სტრუქტურებში წარდგენას; ჟ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენის ორგანიზებას, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების მიმდინარეობაზე გამგებლისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები