დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.110.016168 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №17 დადგენილებაში, რომელიც გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (29/07/2014 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი: „დ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება“. 2. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ს“ ქვეპუნქტი. 3. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი. 4. დებულებას დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 51 . საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილება 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებას: ბ) გამგეობისა და გამგეობის თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას; გ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას; დ) გამგეობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, გამგეობის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებას და გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; ე) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; ვ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; ზ) გამგეობის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები