დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 142 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016396 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №185 ბრძანებით (სსმ, 172, 31/12/2010, 100110000.22.038.016019) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) მინისტრს დასანიშნად ან დასამტკიცებლად წარუდგინოს საბჭოს წევრი;“ 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: ,,31. მუდმივმოქმედი კომისიის სხდომას, რომელიც დაკავშირებულია ამ დებულების მე-4 მუხლის გ1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, წევრი, როგორც წესი, ესწრება უშუალოდ, ხოლო განსაკუთრებული შემთხვევის არსებობისას, სხდომაზე დასწრება აგრეთვე შესაძლებელია ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით და აღნიშნული გარემოებები ფიქსირდება სხდომის ოქმში.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები