დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ მცხეთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.175.016008 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ მცხეთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს №3 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე’’ ს.კ. 010250050.35.175.016003.06.08.14წ). კერძოდ:
1.1. დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად“. 1.2 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახური“. 1.3 დებულების მე-12 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საბუღალტრო, შესყიდვების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა. 2. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მოსამზადებელი ხელშეკრულებების, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კანონით დადგენილი წესით მათი წარდგენის პროცედურათა შეთანხმება, სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ აქტებზე, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსულ პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება., სამართლებრივი აქტების უპირატესი ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. კონტროლი და კოორდინაცია სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებაზე,მართვა-საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოებში. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. 3. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას,მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების დაცვას და საჯაროი ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ახორციელებს ღონისძიებებს 'სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის' შესაბამისად. 4. განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. 5. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; სოცალურად დაუცველთა დახმარება, უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. 6. საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკის განვითარების და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება..მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატიტიკური ინფორმაციის დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა 7.მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა.მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა-ორგანიზება, იფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება. 8. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა. 9. სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: შესაბამისი საავარიო-სამაშევლო სამუშაოების განხორციელება ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება, სახანძრო ძალების და საშუალების აღრიცხვა და კონტროლი, საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 10. მერიის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები’’. 1.4 დებულების 30-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი“. 1.5 დებულების 31-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული „და ტერიტორიული ორგანოს“ ამოღებულ იქნეს. 1.6 დებულების 35-ე მუხლის მესამე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტში „თვითმმართველი ერთეულის ქონების“ ნაცვლად, მიეთითოს „ქ. მცხეთის მუნიცპალიტეტის მერიის ქონება“. ამმავე მუხლის მესამე პუნქტის „ს“ ქვეპუნქტში „მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის“ ნაცვლად, მიეთითოს „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტების დოკუმენტი“. 1.7 დებულების მე- 40 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები დოკუმენტები“, მე-40 მუხლის პირველ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, “ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და“ ნაცვლად, მიეთითოს „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის“. 1.8 დებულების 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,მუხლი 41. მერიის ლიკვიდაცია მერიის ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით’’.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები