დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.143.016281 |
|
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №86 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 31.12.2013; 190020020.35.143.016221) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12 268.5 ათასი ლარის ოდენობით
დ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები 1 543.4 ათასი ლარის ოდენობით
ე) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 225,9 ათასი ლარის ოდენობით
ვ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9 605,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
ზ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3 464,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3 499,8 ათასი ლარის ოდენობით
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 35,0ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
თ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ი) დადგენილების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების და მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის მიზნით აუცილებელია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. არსებული რესურსების ფარგლებში კომუნალური პირობების გაუმჯობესება და პერსონალის სიცოცხლის დაზღვევა. შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზება. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ხანძრისა და სტიქიური უბედური შემთხვევების დროს მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა. საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება წვევამდელთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია: სანიტარული დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, მაწანწალა ცხოველებთან და მღრნელებთან ბრძოლა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) დიდთოვლობის შედეგად მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის განხორციელდება ქალაქ ხაშურში ცენტრალური ქუჩების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და მუნიციპალიტეტის დასახლებასთან დამაკავშირებელი შიდა გზების გაწმენდა თოვლის საფარისაგან. დასრულდება მოასფალტების სამუშაოები და თამარ მეფის ქუჩის ტროტუარების კეთილმოწყობა. განხორციელდება მიწისქვეშა გადასასვლელის კეთილმოწყობა. დაგეგმილია ქალაქ ხაშურში ვახტანგ გორგასლის ქუჩისა და მერაბ კოსტავას ქუჩის მოასფალტება და ტროტუარების კეთილმოწყობა, ასევე ქალაქ ხაშურსა და დაბა სურამში ქუჩების ორმოული შეკეთება. 2.2. თვითმმართველობის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარების და საგზაო ნიშნების მოწესრიგების ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 02) ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, უპირველეს ყოვლისა ქალაქ ხაშურსა და დაბა სურამში არსებულ ცენტრალურ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის ოპტიმალური გეგმის შემუშავება და შესაბამისი საგზაო ნიშნების დამონტაჟება-მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო მოძრაობისაგან დასახლებების განტვირთვას. 2.3. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) კომუნალური მეურნეობის განვითარება, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლების განმავლობაში იგეგმება სანიტარული პირობების გაუმჯობესება, გარე განათების სისტემების მოწყობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
2.3.1. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და მოვლა-შენახვა, რაც მოიცავს გარე განათების ობიექტების კვების უზრუნველყოფისა და მართვის სისტემების მწყობრიდან გამოსული ელემენტების ამოცვლა-დამონტაჟებას და ელექტროენერგიით უზრუნველყოფას. 2.3.2. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ხაშურში და დაბა სურამში ცენტრალური ქუჩების დაგვა-დასუფთავება, ბორდიურებისა და კიუვეტების გაწმენდა, ხაშურის მუნიციპალიტეტზე გამავალი გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიების გასუფთავება, ქალაქ ხაშურის, დაბა სურამის, სოფლების: ქვიშხეთის, ტაშისკრის, ცხრამუხის, ოსიაურის, გომის, ვაყის, ალის, ხცისის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. დაგეგმილია აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებათა გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას. 2.3.3. საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) კომუნალური მეურნეობის განვითარება, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება დაბა სურამის და ქალაქ ხაშურის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა. 2.3.4. სანიაღვრე არხების მოწყობა და გაწმენდა (პროგრამული კოდი 03 02 04) დაგეგმილია სოფელ ქვიშხეთში, სოფელ ბრილში, სოფელ ვაყაში, დაბა სურამსა და ქალაქ ხაშურში სანიაღვრე არხების მოწყობა, ხოლო კ. ტაბატაძის ქუჩის ჩიხში - სანიაღვრე შემკრები კოლექტორის რეაბილიტაცია. 2.3.5. წყლის სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილია, წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა, სოფელ წრომში და სოფელ ხცისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. 2.3.6. მდინარეების, არხების რეაბილიტაციისა და გაწმენდის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 07) დაგეგმილია მდინარე სურამულას და მდინარე შოლას კალაპოტის გაწმენდა. 2.3.7. ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) დაგეგმილია ქალაქ ხაშურსა და დაბა სურამში მდინარე სურამულას დამცავი კედლების ავარიული მონაკვეთების რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ თაგვეთში, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის მიმდებარე ტერიტორიის ნაპირდამცავი კედლების რეაბილიტაცია. 2.3.8. ბინათმშენებლობა (საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია) (პროგრამული კოდი 03 02 10) დაგეგმილია 2013 წელში შესრულებული სამუშაოების დაფინანსება. 2.4. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლეში, 2013 წელს მიღებული და აუთვისებელი ნაშთით, შესაბამისი სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე, განხორციელდება დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, ასევე დაფინანსება 2013 წელში შესრულებული პროექტები, ხოლო 2014 წელში გამოყოფილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში სოფლის პირველი რიგის სოციალურ–ეკონომიკური პროექტები. 2.5. კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 04) მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობას და მისი იერსახის გაუმჯობესებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ქალაქ ხაშურის გამწვანების და მწვანე ნარგავების მოვლა-შენახვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, სხვადასხვა სადღესასწაულო დღეების დროს ქალაქ ხაშურის გაფორმებითი ღონისძიებების უზრუნველყოფა. 2.5.1. ქალაქის გამწვანების და მწვანე ნარგაობების მოვლა-შენახვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ხაშურში არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა, რაც მოიცავს: დეკორატიული ბორდ-ბუჩქების გასუფთავებას ხმელი და ზედმეტი ტოტებისაგან, ნიადაგის დაბარვას და გასწორება-გაფხვიერებას ფოცხით, ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ნაგვის გატანას, გაზონების და ბალახების გათიბვას ცელით და გატანას. განხორციელდება ქალაქ ხაშურში არსებული ხეების მოჭრა-გადაბელვა. 2.5.2. დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 04 02) დაგეგმილია ქალაქ ხაშურში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერში, ომში დაღუპულთა მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2.5.3. სასოფლო და არასასოფლო მეურნეობის მიწის ნაკვეთების პროექტებისათვის საკადასტრო და აზომვითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 03 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის, ასევე შენობა-ნაგებობების საამშენებლო და მათი ექსპლუატაციისათვის აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება. 2.5.4. წრომის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 04 05) დაგეგმილია წრომის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა: დაიგება ქვაფენილი, მოეწყობა ბორდიურები, ლამპიონები, სკამები და დაიგება ბალახის საფარი. 2.5.5. სოფლის დასახლებაში სარიტუალო სახლების მშენებლობა და აღჭურვა (პროგრამული კოდი 03 04 06) დაგეგემილია სოფელ წაბლოვანაში სარიტუალო სახლის მოწყობისათვის მასალების შესყიდვა. 2.5.6. მუნიციპალიტეტის დასახლებაში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 07) მუნიციპალიტეტის დასახლებებში არსებული ქალაქში არსებული სასაფლაოების ტერიტორიის შემოღობვა. მისასვლელი და შიდა გზების მოხრეშვა, დასუფთავება და ნაგვის გატანა.
2.5.7. სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 04 08) ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი პროგრამების ფარგლებში, ასევე დაფინანსების სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების ფარგლებში განსახორციელებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ზედამხედველობის და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. 2.5.8. ქალაქგაფორმებითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 10) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღირსშესანიშნავი სადღესასწაულო დღეების დროს ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების უზრუნველყოფა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) სკოლამდელი განათლება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. პროგრამა მიმართულია თანამედროვე ტიპის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ჩამოყალიბებისა და განვითარების მხარდასაჭერად. ასევე მნიშვნელოვანია შესაძლებელი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის საშუალო ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა. 3.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 12 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 1567 ბავშვი. ადგილობრივი თვითმმართველობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსებას უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში და არასასწავლო პროცესში, აღნიშნული პროგრამით ხელს უწყობს დაწესებულებებში დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას და კვებისა და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას, რაც მთლიანობაში უზრუნველყოფს აღნიშნული დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო და უცილებელია მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას. მუნიციპალიტეტის სოფლებში (ვაყა, ხცისი, ნაბახტევი, ფლევი, ქვიშხეთი, ტეზერი, ჩუმათელეთი, იტრია, წაღვლი, წრომი) ფუნქციონირებს ალტერნატიული სააღმზრდელო ჯგუფები. 3.2. შემოქმედ ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 03) აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვებისა და მოზარდების გამოვლენას და მათ მოზიდვას საგანმანათლებლო სახელოვნებო სივრცეში, მოსწავლე ახალგაზრდობის დაინტერესებას ხელოვნების სხვადასხვა დარგებით, სასწავლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი წრეების ფუნქციონირების უზრუნველყოფა, საბავშვო მუსიკალური თეატრ-სტუდიის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, შემოქმედი ბავშვების მიერ ხალხური ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა-პოპულარიზაცია, პროგრამა მოიცავს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას და ფუნქციონირებისათვის უცილებელ მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით, განათლების საჭირო პირობებით უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩაბმას სპორტის სხვადასხვა სახეობებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტული სკოლები და სპორტული ღონისძიებები, ასევე განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა. 4.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული ღონისძიებების ჩატარება სხვადასხვა სახეობებში (ფეხბურთი, კალათბურთი, ქართული ჭიდაობა, ჭიდაობა-ძიუდო, ჭიდაობა-სამბო, თავისუფალი ჭიდაობა, რაგბი, ჭადრაკი, ჩოგბურთი, ძალოსნობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში და ჩემპიონატებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობის მიღება, მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებების ჩატარება; რესპუბლიკურ ტურნირებზე სპორტსმენთა მივლინება; სასწავლო საწრთვნელი და ფიზიკური მომზადებისათვის შეკრებების მოწყობა; სპორტსმენთა წახალისება; სპორტული ღონისძიებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ხელშეწყობა; ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში სპორტის ეროვნული და პოპულარული სახეობების განვითარების ხელშეწყობა; ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქმედი სპორტული მოედნების მოვლა-პატრონობა, ტერიტორიების და მათზე განლაგებული ნაგებობების სადღეღამისო დაცვის უზრუნველყოფა და დასუფთავების ღონისძიებები; 4.1.2. სპორტული სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) სპორტული სკოლა დაკომპლექტებული არის 876 ბავშვით და სწავლება მიმდინარეობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ფეხბურთი, კალათბურთი, ქართული ჭიდაობა, ჭიდაობა-ძიუდო, ჭიდაობა-სამბო, თავისუფალი ჭიდაობა, ჭადრაკი, ჩოგბურთი, ძალოსნობა, მძლეოსნობა, რაგბი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ინტენსიური წვრთნის პროცესი, რაც იქნება ახალგაზრდა თაობის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და ფიზიკური სრულყოფის საფუძველი. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სახელოვნებო სკოლები, ბიბლიოთეკები, კულტურის ცენტრები, მუზეუმები, კულტურული და ახალგაზრდული პროგრამები, რაც გავლენას მოახდენს ახალგაზრდობის გემოვნების სრულყოფაზე, მუსიკალური შესაძლებლობების გამოვლენაზე და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე.
4.2.1. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
4.2.2. სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 02) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო სფეროში ფუნქციონირებს სამი სამუსიკო სკოლა, სასწავლო პროცესს გადის 466 მოსწავლე. პროგრამა ხელს უწყობს, მოსწავლეთა მიერ მუსიკალური განათლების მიღებას სრული კურსით და პედაგოგთა ხელფასების სტაბილურად გაცემას, რაც მთლიანობაში მშობელთა მიერ სწავლების გადასახადის სახით გადახდილ თანხებთან ერთად უზრუნველყოფს აღნიშნული დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სიმებიანი კვარტეტის, ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სასწავლებლის ფუნქციონირების ხელშეწყობა. 4.2.3. ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მკითხველის სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების, რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა, წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით.
ქუჩის მავნე ჩვევებისაგან ახალგაზრდობის ჩამოშორების, მათი გემოვნების დახვეწისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების ზრდის მიზნით განხორციელდება კულტურული ღონისძიებები რაც ხელს შეუწყობს ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის პოპულარიზაციას, ფოლკლორის განვითარების ხელშეწყობას, კულტურული და საგანმანათლებლო დონის ამაღლებას, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენას, მათ ხელშეწყობასა და წახალისებას, თანამედროვე მუსიკის კონცერტების მოწყობას. 4.2.5. მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ისტორიულ განვითარებასთან, აგრეთვე ცალკეული მხარის, კერძოდ შიდა ქართლის მხარის ისტორიასთან დაკავშირებული მასალების შეგროვება და დაცვა. სამუზეუმო კატალოგების, ბიბლიოგრაფიების, სამეცნიერო-კვლევითი მასალების შედგენა და პუბლიკაცია. 4.2.6. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ახალგაზრდა თაობის ჩართვას ტურისტული რესურსების გამოვლენასა და ტურიზმის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
4.2.7. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდო 05 04) დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რელიგიური ობიექტების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის გეგმიური და გადაუდებელი საოპერაციო ხარჯების, მშობიარობის თანადაფინანსება, შეჭირვებულთათვის უფასო სასადილოთი მომსახურების უზრუნველყოფა, სასწავლო დაწესებულებებში შეღავათების დაწესება, ომის ვეტერანებს გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება, დაფინანსდება იძულებით გადაადგილებულთა და ომის ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები და ასევე გატარდება პრევენციული ღონისძიებები ინფექციურ დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება პრევენციული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები ეპიდსაშიშროებისას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება და კონტროლი, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის მოწოდებული მასალების მიღების, შენახვის და განაწილების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში სეზონურად ქუჩების, სკვერების, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების სანიტარული მდგომარეობის მასობრივი დათვალიერების ორგანიზება, ქალაქის ნაგავსაყრელისა და ნაგვის შესაგროვებელი კონტეინერების სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობაზე სისტემატური კონტროლის დაწესება, საჭიროების შემთხვევაში დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის სამუშაოთა ორგანიზება. სოფელ ბეკამში დაგეგგმილია ამბულატორიის მშენებლობა 5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 04) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მოსახლეობის გეგმური და გადაუდებელი საოპერაციო ხარჯების თანადაფინანსება, მშობიარობის თანადაფინანსება, შეჭირვებულთათვის უფასო სასადილოთი მომსახურების უზრუნველყოფა, სასწავლო დაწესებულებებში შეღავათების დაწესება, ომის ვეტერანებს, ომში დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებს გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება, დაფინანსდება იძულებით გადაადგილებულთა და ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯები 5.2.1. ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 04 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 100 და მეტი წლის უხუცესთა ფინანსური დახმარება წელიწადში 200 ლარის ოდენობით და მედიკამენტოზური უზრუნველყოფა 100 ლარის ფარგლებში. 5.2.2. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამულიკოდი 06 04 03) პროგრამა ვრცელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ და სსიპ ხაშურის #2 საჯარო სკოლაში ჩარიცხულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების უწყვეტი აღზრდისა და სწავლების პროცესი ხელს შეუწყობს მათ სოციალურ-საყოფაცხოვრებო და შრომით ადაპტაციას, აღნიშნული დაფინანსება მოიცავს მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურეობას, პედაგოგთა და მომსახურე პერსონალთა შრომის ანაზღაურებას. ხოლო იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს, რომლებსაც არ შეუძლიათ აღნიშნული პროგრამით სარგებლობა, მათი ბინაზე სწავლებისათვის დაფინანსდება პედაგოგთა შრომის ანაზღაურება. 5.2.3. სახელოვნებო სკოლების მოსწავლეთა უფასო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 04 04) მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მუსიკალურ სკოლაში რეგისტრირებული მოსწავლეების ყოველთვიური სავალდებულო გადასახდელისაგან გათავისუფლება, აღნიშნული პროგრამა მოიცავს ლტოლვილებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 70 000–მდე. 5.2.4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 04 05) დაგეგმილია 2011 წლის 18 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის ანაზღაურება, დაგეგმილია აგრეთვე 2014 წლის 13 აგვისტოს, სოფელ ქვიშხეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები. 5.2.5. ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, ომის ვეტერანთა ერთჯერადი დახმარებები. ომში დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავ ყოფის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 04 06) ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან (9 მაისი) დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ინვალიდების სოციალური დახმარება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან (26 მაისი) დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ომის ინვალიდებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების სოციალური დახმარება, რომელიც გაიცემა ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით. 5.2.6. საომარი მოქმედებების შედეგად დევნილთა ყოფა–ცხოვრების პირობების მოწესრიგებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 04 07) საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ყოფა-ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით, საცხოვრებელ შენობებში დერეფნების განათებისათვის და წყლის ტუმბოებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა. 5.2.7. სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 04 08) სარიტუალო მომსახურება გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებზე, უპატრონო მიცვალებულებზე. დაკრძალვის ხარჯებისათვის თანხა გაიცემა 250 ლარის ოდენობით. 5.2.8. საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაღაურება (პროგრამული კოდი 06 04 10) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5.2.9. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 04 11) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უკიდურესად მძიმე სოციალურ–ეკონომიური მდგომარეობის მქონე 170 მოქალაქის უფასო სასადილოთი, სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვება. 5.2.10. მთიანი სოფლების საჯარო სკოლების პედაგოგების უფასო მგზავრობის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 04 13) ქალაქ ხაშურში მცხოვრები, მთიანი სოფლების სკოლებში დასაქმებული პედაგოგების სამუშაო ადგილებზე დამაგრების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია მათი მგზავრობის ღირებულების ანაზღაურება სასწავლო პერიოდში. 5.2.11. მოქალაქეთა სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 04 14) ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება ვრეცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შემდეგ მოქალაქეებზე:
კ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები