“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016097
21
22/08/2014
ვებგვერდი, 27/08/2014
300280000.16.009.016097
“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №21

2014 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლისა და 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ, 175, 08.12.2008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III. ელექტროენერგიის გატარებისა და განაწილების ტარიფები.“

2. დადგენილების მე-7  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. გატარების   ტარიფები

1. სს „თელასის“ მიერ გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის გატარების  ტარიფები:

ა)  კვალიფიციური საწარმოებისათვის (სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” გარდა):

 

ა.ა)

35-110 კილოვოლტი

1,275 თეთრი/კვტსთ

ა.ბ)

6-10 კილოვოლტი

2,590 თეთრი/კვტსთ;

ა.გ)

220/380 ვოლტი

3,600 თეთრი/კვტსთ;

 

ბ) სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის”:

 

ბ.ა)

35-110 კილოვოლტი

0,206 თეთრი/კვტსთ;

ბ.ბ)

6-10 კილოვოლტი

0,580 თეთრი/კვტსთ;

ბ.გ)

220/380 ვოლტი

1,320 თეთრი/კვტსთ.

 

2. სს „ენერგო–პრო ჯორჯიას”   მიერ გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის გატარების  ტარიფები:  

 

ა)

220/380 ვოლტი

6,837    თეთრი/კვტსთ;

ბ)

3,3-6-10 კილოვოლტი

2,064     თეთრი/კვტსთ;

გ)

35-110  კილოვოლტი

1,542     თეთრი/კვტსთ;

 

3.   ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლებისათვის გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის გატარების ტარიფები განისაზღვროს ამ დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების დონეზე.“.

3.დადგენილების 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 91. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები

 

ა)

220/380 ვოლტი

6,837    თეთრი/კვტსთ;

ბ)

3,3-6-10 კილოვოლტი

2,064     თეთრი/კვტსთ;

გ)

35-110  კილოვოლტი

1,542     თეთრი/კვტსთ.“.

 

4. დადგენილების 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 111 . სს „ენერგო-პრო  ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები

1. სს „ენერგო-პრო  ჯორჯიას“  მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით:            

ა)  220/380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი) – 13,491 თეთრი/კვტსთ;       

ბ)  3,3-6-10 კილოვოლტი – 8,718 თეთრი/კვტსთ;

გ)  35-110  კილოვოლტი  – 8,196 თეთრი/კვტსთ.

2. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში (სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისათვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

ა) 101 კვტსთ-ის ჩათვლით  – 7,630 თეთრი/კვტსთ;

ბ) 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 11,000 თეთრი/კვტსთ;

გ) 301 კვტსთ-დან და მეტი – 14,830 თეთრი/კვტსთ.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია ნადირაძე
კომისიის წევრიგოჩა შონია