„ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3652
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 27/11/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.05.001.002.425
  • Word
3652
10/11/2006
სსმ, 44, 27/11/2006
040.050.000.05.001.002.425
„ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 600) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის პროცესში ქმნიან ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს (მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტებს), ვალდებული არიან უზრუნველყონ მათი დაცვა, შენახვა, დამუშავება, აღრიცხვა და განსაზღვრულ ვადებში მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება საქმის წარმოებისა და საუწყებო არქივების მუშაობის წესების შესაბამისად. სახელმწიფო არქივები ვალდებული არიან, დროულად განიხილონ და დაამტკიცონ დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის შედეგები.“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წარმოიქმნა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის პროცესში;“.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

1. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები საკუთარი სახსრებით ახორციელებენ თავიანთი საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტების შერჩევასა და დამუშავებას. სახელმწიფო თავისი სახსრებით უზრუნველყოფს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დოკუმენტების შერჩევასა და დამუშავებას.

2. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა ტარდება სახელმწიფო სახსრებით.

3. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური და კონფესიური გაერთიანებები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ვალდებული არიან, საკუთარი სახსრებით განახორციელონ თავიანთი კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და ექსპერტიზა, თუ სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოსთან დადებული ხელშეკრულებით.

4. დოკუმენტის შერჩევა, დამუშავება და ექსპერტიზა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებითა და კრიტერიუმებით.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 10 ნოემბერი.

№3652–IIს