დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქედის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.134.016141 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
22
25/08/2014
ვებგვერდი, 26/08/2014
010250050.35.134.016141
ქედის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
ქედის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/08/2014 - 27/04/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების გათვალისწინებით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №20 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი 19/08/2014, სარეგისტრაციო კოდი:010250050.35.134.016139). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქედის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე
პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი
|
| მუხლი 1 |
ეს წესი განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. |
| მუხლი 2 |
პრემია გაიცემა ქედის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურსათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. |
| მუხლი 3 |
პრემიის გაცემაზე ინიცირების უფლება აქვს გამგებელს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის, საკრებულოს თავმჯდომარეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის, საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის და გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ პირებზე. |
| მუხლი 4 |
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ინიცირება უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ. |
| მუხლი 5 |
პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის, ბრძანების ფორმით. |
| მუხლი 6 |
ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. |
| მუხლი 7 |
პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. |
| მუხლი 8 |
პრემია ასევე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა გადაწყვეტილების შესაბამისად ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები