,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016201
42
22/08/2014
ვებგვერდი, 27/08/2014
010260020.35.116.016201
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2014 წლის 22 აგვისტო

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში (დანართი №1) (www.matsne.gov.ge 21/07/2014წ. სარეგისტრაციო კოდი:010260020.35.116.016.016182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-2 თავის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ი“ ქვეპუნქტი:

„ა.ი) გამგებელი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელს, მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ხელმძღვანელს.“

ბ)  დებულების მე-2 თავის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. გამგებლის  მოადგილე(მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს გამგეობის  უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის  დავალებების შესრულებას, გამგეობის/მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. გამგებლის მოადგილე ასრულებს გამგებლის მოვალეობას: გამგებლისა და გამგებლის პირველი მოადგილის არ ყოფნისას, მათ  მიერ უფლებამოსილების შეუძლებლობის შემთხვევაში“

გ) დებულების მე-4 თავის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ბ. თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის  ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების და გამგებლის წარმომადგენელისაგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან.“;

დ) დებულების მე-6 თავის 30-ე მუხლის მეორე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. გამგეობის შინაგანაწესს ამტკიცებს   გამგებელი“;

ე) დადგენილების მე-6 თავის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,3. გამგეობის  საანგარიშგებო პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის, სამსახურის განყოფილების და გამგებლის წარმომადგენლის საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი. მუნიციპალური სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე“;

ვ) დებულების მე-6 თავის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" განსაზღვრული წესით გამგეობის  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.“;

ზ) დებულების მე-6 თავის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,3. მუნიციპალიტეტის  საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი, რომლის დებულებასაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, აგრეთვე საკრებულოს მიერ დამტკიცებული  ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი". მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე, აგრეთვე საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს“;

ა) გამგეობის  სამართლებრივი აქტები;

ბ) ინფორმაცია გამგეობის  სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, გამგეობის  თანამდებობის პირების შესახებ;

გ) გამგეობის, გამგეობის   სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება, შინაგანაწესი,  ადმინისტრაციული ერთეულის მისამართი).“;

დ) გამგეობის   და მისი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერთეულების მისა­მა­რ­თი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფო­ნის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსა­ხუ­რის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნ­ველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა,  სამსახურის ელექტრონული ფო­ს­ტა,  სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავ­შირებული სამართლებრივი აქტები;

ვ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ;

ზ) გამგეობაში  გამოცხადებული ვა­კან­ტური პოზიციების ჩამონათვალი;

თ) გამგეობაში  დასაქმებულ პირთა ოდე­ნობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენ­დე­რულ ჭრილში

ი) გამგეობის  სამუშაო გეგმები და ანგარიშები;

კ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ;

ლ) გამგეობაში  შემუშავებული საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები;

მ) გამგეობაში  შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ნ) ინფორმაცია გამგეობის   კომპეტენციებში შემავალ საზოგადოებრივ მომსახურეობათა შესახებ;

ო) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუ­ალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარი­ც­ხული თანხების მითითებით);

პ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ;

ჟ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ

რ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე;

ს) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ტ) სხვა საჯარო ინფორმაცია.”.

თ) დებულების მე-9 თავის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი