ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.105.016164
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
21/08/2014
ვებგვერდი, 26/08/2014
210020010.35.105.016164
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/08/2014 - 03/02/2017)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2014 წლის 21 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლს შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
დადგინდეს მოსაკრებლის განაკვეთების სახეობების მიხედვით:

ა)  თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში  2000 ლარი;

გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;

დ) ლატარიების მოწყობაზე–ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების – 10%;

ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშბაზე – საპრიზო ფონდის – 10%.

მუხლი 3
წამახალისებელი გათამაშების მომწყობი ორგანიზატორი ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 4
შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის კოდში.
მუხლი 5
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია