„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 507
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.018127
507
22/08/2014
ვებგვერდი, 22/08/2014
190040000.10.003.018127
„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №507

2014 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2014, 190040000.10.003.017736) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის გათვალისწინებითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესი.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის  საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი ვალდებულების არარსებობის მიუხედავად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, აცხადებს მზადყოფნას, ამ წესის პირველი მუხლის მე‑3 პუნქტში განსაზღვრულ რელიგიურ გაერთიანებებს ნაწილობრივ აუნაზღაუროს ის მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც მათ მიადგათ საბჭოთა რეჟიმის დროს;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

1. საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება დაზარალებული რელიგიური გაერთიანების ან თემის აღმსარებლობითი მემკვიდრეობის მქონე ერთ რელიგიურ გაერთიანებას.

2. თუ რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით, რომელსაც საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგა ზიანი, დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება, მათ, ანაზღაურების მისაღებად, 2014 წლის 1 სექტემბრამდე, უნდა განახორციელონ ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან ერთ‑ერთი:

ა) რეორგანიზაციის გზით, გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს ანაზღაურება;

ბ) შექმნან წარმომადგენლობითი საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი, რომელიც იქნება უფლებამოსილი აწარმოოს სახელმწიფო ორგანოებთან, თავისი აღმსარებლობის სახელით, ურთიერთობა, მიიღოს ანაზღაუ­რე­ბა და იყოს სოლიდარულად პასუხისმგებელი მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვაზე.

3. რელიგიური გაერთიანება, რომელიც უარს აცხადებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე, უფლებას კარგავს მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

1. მხოლოდ, საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განსაზღ­ვ­როს ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებებისათვის ყოველწლიურად გადასარიცხი თან­­­ხის წლიური ჯამური ოდენობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხიდან, ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულ ცალკეულ რელიგიურ გაერთიანებაზე და/ან წარმომადგენლობით საბჭოზე ყოველწლიურად გასაცემი თანხის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5

1. ამ წესით გათვალისწინებული ყოველწლიურად გადასარიცხი თანხა იყოფა და ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რელიგიურ გაერთიანებას და/ან წარმომადგენლობით საბჭოს ერიცხება პერიოდულად, ხოლო თანხის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება მათთან ინდივიდუალურად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. რელიგიური გაერთიანება ან/და წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც ამ წესის შესაბამისად, მი­იღებს ანაზღაურებას, ვალდებულია მიღებული თანხა მიმართოს მხოლოდ საკუთარი წესდებით განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.“.

6.  დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

მუხლი 6

ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რელიგიურ გაერთიანებებთან ან/და წარმომადგენლობით საბჭოებთან სახელმწიფოს სახელით ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს დებს სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი