დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.127.016128 |
|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ „საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2014წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №20 დადგენილების (სსმ. ვებგვერდი, 30/12/2013წ. სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.127.016099)1-ლ, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-15, მე-16 და მე-19 მუხლებში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: ,,თავი I მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: დანართი №1
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: დანართი №2
მუხლი 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12402.8 ათასი ლარის ოდენობით: დანართი №3
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9250.8 ათასი ლარის ოდენობით დანართი №5
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1152.0 ათასი ლარის ოდენობით: დანართი №6
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10471.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: დანართი №7
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3416.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3534.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
დანართი №8
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 118.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: დანართი №9
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: დანართი №10
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1700.9 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 65.8 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე. თავი II მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 15. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით. დანართი №11
თავი III მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა- 325.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 01) მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშბნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაღაკვალიფიციური სპეციალისტების დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება კერძო: ა) უმცროს მეთაურთა და რიგით შემადგენლობის მომზადება, ( მათ შორის ახლად მიღებუილი მეხანძრე- მაშველების და მძღოლების სპეციალური დაწყებითი მომზადება) ბ) უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო სამაშველო ძალების სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულერთეულს ,რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების. ხანძრების , ავარიების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას. 1-მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის დროული ლოკალიზაცია 2- ხანძრის ადგილზე მატერიალური ფასეულობების უდანაკარგოდ შენარჩუნება. მოსალოდნელი შედეგები: 1. სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას. შეფასების ინდიკატორი: 1.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის დროული ლოკალიზაცია. 2.ხანძრის ადგილზე მატერიალური ფასეულობების უდანაკარგო შენარჩუნება. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა- 182.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 03) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ხორციელდება 15 წლის ჭაბუკთა სამხედრო აღრიცხვა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი, წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა. მოსალოდნელი შედეგები: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ,, საქართველოს ორგანული კანონის ,,სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ,, და მობილიზაციის შესახებ,, საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის უზრუნველყოფა.
შეფასების ინდიკატორი:
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია- 5588.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითერბისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების კაპიტალური შეკეთება და ეზოების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ლიფტების აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების კაპიტალური შეკეთება. კერძოდ მოხრეშვა-მოშანდაგება, ნაწილობრივ ასფალტო ფენილის გზების დაგება, მარტივი ტიპის წყალსადენების მოწყობა, არსებული ხიდების შეკეთება და რეაბილიტაცია. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა 2241.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკებისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების კაპიტალური შეკეთება და ეზოების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ლიფტების აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების კაპიტალური შეკეთება. კერძოდ მოხრეშვა-მოშანდაგება, ნაწილობრივ ასფალტო ფენილის გზების დაგება, მარტივი ტიპის წყალსადენების მოწყობა, არსებული ხიდების შეკეთება და რეაბილიტაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა- 2128.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება და ექსპლოატაცია. უზრუნველყოფილი ი ქნება მუნიციპალიტეტში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება. 2.1მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიებები- 1129.2 ათ. ლარი(პროგრამული კოდი 03 02 02) აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებს (ააიპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა დასუფთავება და ნარჩენების გატანა და გარე ქსელის ბუნკერებისაგან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან განთავისუფლება. მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებითზესტაფონის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაოების შესრულება. ნაგავსაყრელი ტერიტორიის მართვის ორგანიზება, სანიაღვრე არხის გაწმენდა და მოვლა-პატრონობის ორგანიზება. ქ. ზესტაფონში არსებული სკვერების გაზონებისა და ბარების მოვლა პატრონობასა და გამწვანების ორგანიზება. ქუჩების გარე განათების ქსელის მოვლა პატრონობის ორგანიზება, ქალაქის ტერიტორიაზე უზედამხედველო პირუტყვისა და უპატრონო შინაური ცხოველების აღკვეთა ორგანიზება. ქალაქ ზესტაფონში არსებული სკვერების და გაზონების მოვლა პატრონობა, და გამწვანების ორგანიზება. სხვადასხვა სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა, წყალდიდობა, ნიაღვარი ღვარცოფი მეწყერი და სხვა.) დროს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე გზებისა და მოედნების გაწმენდის ორგანიზება. სერვის ცენტრში დასაქმებულია 138 საშტატო ერთეული. 2.2 საკანალიზაციო სისტემის ჩამდინარე წყლების გადამუშავების ხარჯი 28.5 ათასი ლარი(03 02 03) 2.3 ბინათმშენებლობა 495.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) 2.4 გარე განათება 475.4 ათასი ლარი(პროგრამული კოდი 03 02 07) სოფლის პროექტები 1218.4 ათასი ლარი ((პროგრამული კოდი 03 04) კრეწდიტორული დავალიანება 3. განათლება - 1649.7ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ აღზრდას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გამართული ფუნქციონირება. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში ხელი შეეწყობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლისგარეშე განათლების დონის ამაღლებას. 3.1. სკოლამდელიაღზრდისდაფინანსება- 1638.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათის აუცილებელი ხარჯები, რომელიც შექმნის მუნიციპალიტეტში არსებულ 39 საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზას და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვან გარემოს. ასევე ხელს შეუწყობს მათ მომზადებას ზოგადი განათლების მისაღებად. მოსალოდნელი შედეგები: სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა მოსახლეობის ყველა ფენისათვის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯმენტის სრულყოფა. შეფასების ინდიკატორი: კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღების რაოდენობა აღსაზრდელთა რაოდენობა 3.2. სკოლის გარეშე განათლება- 11.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სკოლისგარეშე განათლებას. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ,, საქართველოს ორგანული კანონის ,,სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ,, და მობილიზაციის შესახებ,, საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის უზრუნველყოფა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები- 1 796.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 00)მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პარალერულად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული და სპორტული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, კულტურული ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა- 497.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსკოლის, სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, გაიმართება და დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, აგრეთვე მოხდება სპორტული მოედნებისა და ბაზების რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შედეგები: ახალგაზრდებში ჯანსაღი წესის დამკვიდრება შეფასების ინდიკატორი: ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობა; სპორტის სხვადასხვა სახეობაში მედალოსან სპორცმენთა რაოდენობა. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა- 1230.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ორგანიზება.
4.3. ახალგაზრდულიპროგრამებისდაფინანსება- 11.9ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება ახალგაზრდებისათვის აქტიური დასვენების ღონისძიებები (ბანაკები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვა). 4.4 რელიგიურიორგანიზაციების ხელშეწყობა-56.3 თ. ლარი (პროგრამული კოდი 05 04) მარგვეთისეპარქიაშიშემავალიეკლესია-მონასტრებისხელშეწყობისათვის 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა- 1595.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 მოსახლეობის ჯანდაცვა სულ 148.9 (პროგრამული კოდი 06 01) 5.1. 1საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება- 138.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 0101) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ა(ა)იპ ,,ზესტაფონისსაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის შესწავლა/დადგენა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის შესწავლა/დადგენა პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა დაავადების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა სანიტარული ღონისძიებები ა.ი.პ: ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის“ მიერ ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში 2014 წელს განსახორციელებელი სავალდებულო ღონისძიებები 5.1.2 ამბულატორიები 10.7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 0102) აჯამეთის საექიმო ამბულატორიის შენობის ფუძის მოწყობა 5.2 სოციალური პროგრამები - 1447.0 ათ . ლარი ( პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას . სახელმწიფო ბიუჯეტიდანგამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას , დემოგრაფიულიმდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს , რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენმოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას . შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა ერთჯერადი ფინანსური დახმარება სოციალური პროგრამები სოციალური პროგრამები მოიცავს : ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები / რეგისტრირებული , ( მათ შორის საქართველოს ოკუპირებულიტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული – დევნილი ) მოქალაქეებისათვის დახმარების ღონისძიებებს :- ოჯახების განვითარების , ცხოვრების პირობებისგაუმჯობესების , სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობის და პრევევნციული ღონისძიებების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებების ერთობლიობას . აგრეთვე ,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თავშესაფრების და მსგავსი გაერთიანებების მიმართ დახმარების ღონისძიებებს , სადაც მიმდინარეობს ,მხოლოდ სოციალური ხასიათის მხარდამჭერი ღონისძიებები და მასში გაერთიანებულია გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე პირთა ჯგუფი ( სოციალურიჯგუფი ). ერთჯერადი ფინანსური დახმარება 505.0 ათასილარი ( პროგრამული კოდი 060201) პროგრამა ითვალისწინებს ფულადი დახმარების გაცემას იმ პირების / ოჯახების მიმართ რომელთაც : ა ) შექმნილი აქვთ განსაკუთრებულად მძიმე სოციალური მდგომარეობა ( ტრაგედია, უბედური შემთხვევა , კატასტროფა და სხვა ) 1000 – ლარის ფარგლებში . ბ ) აგრეთვე სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით , იმ პირების / ოჯახების მიმართ რომლებიც დგანან სიღატაკის რისკისქვეშ ( ენგრევა საცხოვრებელი სახლი , არ აქვს თავშესაფარი და სხვა ) და საჭიროებს ფინანსურ დახმარებას 2000 ლარის ფარგლებში ( შესაბამისი დოკუმენტაციისსაფუძველზე ). ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების / მომართვის , შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკვლევის მასალების გათვალისწინებით . ფინანსური დახმარება ბენეფიციარს მიეცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში არა უმეტეს ერთჯერ . მეორედ დამატებითი გაცემა დაიშვება , მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში , რაც არგუმენტირებული უნდა იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის და ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობაში მოცემული გარემოებებით, საკრებულოს გადაწყვეტილებით. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე არყოფნის შემთხვევაში, ერთ-ერთის შუამდგომლობის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ ერთეულს არ ჰყავს არც მაჟორიტარი დეპუტატი, არც წარმომადგენელი, დახმარება გაიცეს სოციალური დახმარების განმკარგავი კომისიის გადაწყვეტილებით. ფინანსური დახმარება გაიცემა შემდეგ კატეგორიებზე : 1) სოციალურად დაუცველი ოჯახები , რომელებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ არიანსახელმწიფო შემწეობის მიმღები დახმარება განისაზღვროს თითოეულ ოჯახზე 150 ლარით . 2) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები : ცერებრალური დამბლით , აუტიზმით და დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს დახმარება განესაზღვროს 300 ლარით . შაქრიანი დიაბეტით ( ინსულინ დამოკიდებული ) ფსიქიური აშლილობით დაავადებული ბავშვები 150 ლარი . სხვა შ . შ . ს მქონე ბავშვები - 100 ლარი 3) მარტოხელა დედები რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვი / ბავშვები დახმარება განისაზღვროს 150 ლარით . 4) მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი ) – 400 ლარი . 5) არასაპენსიო ასაკის მქონე მოქალაქეები , რომლებიც დაავადებული არიან კოქსართროზით და საჭიროებენ მენჯ - ბარძაყის პროტეზირებას , მათი ოჯახისსარეიტინგო ქულა სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 70 001- დან 100 000- მდე . - დახმარება განესაზღვრათ ოპერაციის ღირებულების 50%- ით , ( უნაღდო ანგარიშსწორებით ) 6) მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ( გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგილი ოპერაციები დამომსახურება ). ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება , რომელიც განისაზღვრება სყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და / ან სხვა გზითგათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ პაციენტის მიერ დარჩენილი სახელმწიფოს დაუფარავი სერვისების გადასახდელი წილის 50%- ით (უნაღდო ანგარიშსწორებით ). პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა არაუმეტეს 750 ლარისა . ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 50000 ლარი , ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადიდახმარების სახით , იმ ბენეფიციარებზე რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზემოთჩამოთვლილ კატეგორიებს . მოსალოდნელი შედეგები : სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება . შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სტიმულირება . უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა .( ეპილეფსია პარკინსონი ) 124.4 ათასი ლარი პროგრამაითვალისწინებს : ა ) მატერიალიზებული ფორმით დახმარების ( უფასო მედიკამენტების ) გაცემა სიმპირების მიმართ , რომელთაც დადგენილი აქვთ დაავადება ეპილეფსია ან / დაპარკისონი და ესაჭიროება ამავე დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები . ბ ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების / მომართვის , სათანადო დოკუმენტაციის და კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად . გ ) დასაფინანსებელი მედიკამენტი განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის ( რეცეპტის ) საფუძველზე . დ ) დახმარება გაიცემა - პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარზე ყოველთვიური საჭიროების მიხედვით , ყოველ ერთ ჯერზე საჭიროებისას არა უმეტეს ორიდასახელების მედიკამენტისა , რომელთა დაფინანსების ღირებულება თითოეული ბენეფიციარისათვის , ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს . ე ) დახმარების თანხა გაიცემა ( უნაღდო ანგარიშსწორებით ): ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე ანაზღაურების სახით , შემსრულებლის მიერმოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე . მოსალოდნელი შედეგები : - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ეკონომიკური მხარდაჭერა და გაუმჯობესება . შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი პირების კმაყოფილება . თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა დახმარება 40,0 ათასი ლარი . პროგრამა ითვალისწინებს : ა ) ჰემოდიალიზის პროგრამაში მყოფი ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯი ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით გამოყოფას ; ბ ) ფინანსური დახმარება ბენეფიციარს მიეცემა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ : პირადობის დამადასტურებელი მოწმობა . ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ . ( ფ /100) შეფასების ინდიკატორი ბენეფიციარების სტიმულირება . ხანდაზმულთა სოციალური დაცვა „ უფასო სასადილოთი “ უზრუნველყოფა 88.0 ათასი ლარი . პროგრამა ითვალისწინებს : ა ) მატერიალიზებული ფორმით დახმარებას ( უფასო სასადილი ) პირის / ოჯახის მიმართ , რომელიც არის ბაზაში რეგისტრირებული პირი / ოჯახი ( ოჯახისსოციალური მდგომარეობის შეფასების ქულა არ აღემატება 70 001ს .) და ამავდროულად არის უკიდურესად გაჭირვებული . ბ ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების / მომართვის და შესაბამისი მოკვლევის მასალების გათვალისწინებით ; გ ) დახმარება გაიცემა პროგრამაში ჩართულ ყოველ ერთ ბენეფიციარზე დღეში ერთჯერ – უფასო სადილი ( მენიუს შესაბამისად ); დ ) ბენეფიციარისათვის დახმარების მიღების უფლება განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით . ე ) დახმარების თანხა გაიცემა ( უნაღდო ანგარიშსწორებით ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე ანაზღაურების სახით , შემსრულებლის მიერმოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე . მოსალოდნელი შედეგები : - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ეკონომიკური მხარდაჭერა და გაუმჯობესება . შეფასების ინდიკატორი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა ( ახალშობილები ) 80.0 ათასი ლარი . პროგრამა ითვალისწინებს : ა ) ფულადი დახმარების გაცემას იმ პირების / ოჯახების მიმართ რომელთაც შეეძინათ ახალშობილი და არის : ა . ა ) სოციალურად დაუცველი ოჯახი - თუ ოჯახი ( ახალშობილის ერთ - ერთი მშობელი ) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთაერთიან ბაზაში ( ტექსტში შემდეგ „ ბაზაში რეგისტრირებული ”) და ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების ქულა არ აღემატება 70 001- ს ; ა . ბ ) მრავალშვილიანი ( დედისთვის – მე -3, მე -4 და მეტი ) ახალშობილის ოჯახი ; ა . გ ) ტყუპი ( ერთდროულად 2 და მეტი ) ახალშობილის ოჯახი ; ა . დ ) დევნილის სტატუსის მქონე ოჯახი ; ბ ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების / მომართვის და სათანადო დოკუმენტაციის შესაბამისად . გ ) დახმარება გაიცემა თუ : გ . ა ) ახალშობილი დაიბადა მიმდინარე წელს ან წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში და ახალშობილის ასაკი არ აღემატება 1 წელს . გ . ბ ) იმავე ახალშობილისათვის ოჯახს არ მიუღია ფულადი დახმარება წინა წლის განმავლობაში . გ . გ ) ახალშობილის მშობელი – მამა , რეგისტრირებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან მამის დაუდგენლობის შემთხვევაში დედა . დ ) დახმარება ბენეფიციარს მიეცემა ( ნაღდი ანგარიშსწორებით ) ყოველ ერთ ახალშობილზე არაუმეტეს ერთჯერ : დ . ა ) ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახზე – გასაცემი თანხა 250 ლარი . დ . ბ ) მე -3 ახალშობილის ოჯახზე – 350 ლარი . დ . გ ) მე -4 და მეტი ახალშობილის ოჯახზე გასაცემი თანხა 450 ლარი . დ . დ ) ტყუპი ახალშობილის ოჯახზე გასაცემი თანხა თითოეული ახალშობილისათვის 250 ლარი . დ . ე ) დევნილის ოჯახზე გასაცემი თანხა 250 ლარი . ე ) თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება აქვს ამ პუნქტის „ დ ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთდროულად ერთზემეტი საფუძვლით , დახმარებამიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით , მათ შორის მაქსიმალური თანხის უპირატესობით . მოსალოდნელი შედეგები : - მოსახლეობის დემოგრაფიული ფონდის მხარდაჭერა შეფასების ინდიკატორი მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა . სოციალურად დაუცველი პირების კმაყოფილება . სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში 609.6 ათასი ლარი ( პროგრამული კოდი 06 02 02) 1 დროებით შრომისუუნარობის გამო სადეკრეტო და საბიულეტენო შვებულებაში მყოფი პირების დახმარება 5.0 ათასი ლარი . 2 სტიქიით დაზარალებული ოჯახების ფულადი დახმარება 20.5 ათასი ლარი ( პროგრამული კოდი 0807) პროგრამა ითვალისწინებს : ა ) ფულადი დახმარების გაცემა სტიქიის ( მიწისძვრა , წყალდიდობა , ქარიშხალი , მეწყერი , ხანძარი , ღვარცოფი , ნიაღვარი , ყინვა და სხვა ) შედეგად დაზარალებული პირის / ოჯახის მიმართ , რომელთაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ განვითარებული სტიქიის გამო საცხოვრებელ სახლზე და ამავდროულად ოჯახი განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს . ბ ) დახმარება გაიცემა თუ : ბ . ა ) სტიქია განვითარდა მიმდინარე ან წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში . ბ . ბ ) სტიქიით გამოწვეული ზიანი და ხარისხი დადასტურებულია შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის ( ორგანო , სამსახური , კომისია , სპეციალური ჯგუფი )მიერ . გ ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების / მომართვის , შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკვლევის მასალების გათვალისწინებით . დ ) დახმარება ბენეფიციარს მიეცემა ( ნაღდი ანგარიშსწორებით ) საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ . დამატებითი გაცემა დაიშვება მხოლოდგამონაკლის შემთხვევაში , რაც არგუმენტირებული უნდა იქნეს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – გამგეობის რწმუნებულის შუამდგომლობაში მოცემული გარემოებებით . ე ) გასაცემი თანხის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 2000 ( ორი ათასი ) ლარს . მოსალოდნელი შედეგები : - სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა . შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი პირების კმაყოფილება . 3. სარიტუალო – გარდაცვლილთა ოჯახების ფულადი დახმარება 50.8 ათასი ლარი პროგრამა ითვალისწინებს : ა ) ფულადი დახმარების გაცემას , სარიტუალო ხარჯების უზრუნველსაყოფად – თუ გარდაცვლილი პირი , გარდაიცვალა მიმდინარე ან წინა წლის ბოლო 6 თვისპერიოდში , გარდაცვალებიდან გასული არ არის 1 წელი და იყო : ა . ა ) ბაზაში რეგისტრირებული ( გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე მაინც ) და მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების ქულა იმდროისათვის არაღემატება 57 001 ქულას . ა . ბ ) დევნილის სტატუსის მქონე . ა . გ ) უპატრონო მიცვალებული ( უპატრონოდ მიიჩნევა პირი , რომელზეც გარდაცვალების მომენტიდან დაკრძალვამდე მზრუნველობას არ იღებს არავინ დაკომისიის მიერ დასაბუთებულია გადაუდებელი აუცილებლობა დაიკრძალოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებით ). ბ ) ფულადი დახმარება მიეცემა დახმარების მიღებაზე უფლებამოსილ იმ პირს , რომელმაც გაიღო დაკრძალვის ხარჯები და არის : ბ . ა ) რეგისტრირებული მონაცემთა ბაზაში გარდაცვლილთან ერთად ( ბაზაში ფიქსირდება ოჯახის შემადგენლობაში ), ბ . ბ ) არის გარდაცვლილის - მეუღლე , მშობელი , შვილი , შვილისშვილი , შვილისმეუღლე , და , ძმა , დისშვილი , ძმისშვილი , გერი ან სხვა უფლებამოსილიპირი რომელმაც გაიღო დაკრძალვის ხარჯი . ბ . გ ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი გაიცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების სახით ,შემსრულებლის მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე . გ ) ბენეფიციარი განისაზღვრება – დახმარების მიღებაზე უფლბამოსილი პირის განცხადების / მომართვის შესაბამისად . დ ) ფულადი დახმარება გაიცემა ( ნაღდი ანგარიშსწორებით ) საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ : დ . ა ) ბაზაში რეგისტრირებული პირის გარდაცვალებისას – გასაცემი თანხა 200 ლარი . დ . ბ ) დევნილის გარდაცვალებისას – გასაცემი თანხა 200 ლარი . დ . გ ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი ( უნაღდო ანგარიშსწორებით ) – არაუმეტეს 400 ლარი . ე ) თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება აქვს ამ პუნქტის „ დ ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთზე მეტი საფუძვლით , დახმარება მიეცემა მხოლოდერთ - ერთი საფუძვლით . სარიტუალო დახმარება გაიცემა ომის მონაწილეების დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისათვის , თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა . მოსალოდნელი შედეგები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ( გარდაცვლილთა ოჯახების ) ფინანსური დახმარება . შეფასების ინდიკატორი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხრიდან კმაყოფილების გამოხატვა . 4 . სადღესასწაულო დახმარება 71.8 ათასი ლარი პროგრამა ითვალისწინებს : ა ) ფულად ან / და მატერიალური ფორმით დახმარების გაიცემას პირის / ოჯახის ან / და სოციალური ჯგუფების მიმართ , ღირსშესანიშნავ , ტრადიციულ დაისტორიული თარიღებთან დაკავშირებით სოციალური თანადგომა / მხარდაჭერის მიზნით . ბ ) დახმარება გაიცემა როგორც ინდივიდუალურ პირზე , ასევე სოციალურ ჯგუფებზე : ბ . ა ) დიდი სამამულო ომის მონაწილეები – 200 ლარი . ბ . ბ ) სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულ მეომრთა ოჯახები ( მეომრის – მეუღლე , შვილი , მშობელი ) – 300 ლარი . ბ . გ ) დედ - მამით ობოლი ბავშვები (18 წლამდე ) – 200 ლარი . ბ . დ ) ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები , რომლებიც გაერთიანებულია სოციალურ ჯგუფად . ბ . ე ) ხანდაზმული მოხუცები (100 და 100 წლის ასაკს გადაშორებული პირები ) – 300 ლარი . ბ . ვ ) უნარშეზღუდული ბავშვები (18 წლამდე ). ( რომლებიც გაერთიანებულია სოციალურ ჯგუფად ) ბ . ზ ) ავღანეთის ომის მონაწილეები – 100 ლარი . ბ . თ ) 9 აპრილს დაზარალებული მოქალაქეები - 200 ლარი . ბ . ი ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის ლიკვიდაციის მონაწილეები - 150 ლარი . ბ . კ ) და სხვაკომისიის მხრიდან შერჩეული პირები და სოციალური ჯგუფები : ბ . ლ ) უსახლკარო ბენეფიციართა დახმარება - 200 ლარი გ ) ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების / მომართვის ან კომისიის მხრიდან პირის / სოციალური ჯგუფის შერჩევის შესაბამისად . დ ) დახმარება გაიცემა ( ნაღდი / უნაღდო ანგარიშსწორებით ): დ . ა ) ინდივიდუალურ პირზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 500 ( ხუთასი ) ლარს . დ . ბ ) სოციალურ ჯგუფზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 10000 ( ათი ათასი ) ლარს . დ . გ ) ინდივიდუალურ პირზე ან / და სოციალურ ჯგუფზე მატერიალური ფორმით ( საჩუქარები , საკვები პროდუქტები , ღონისძიებათა დაფინანსება და სხვ .) გასაცემი დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ერთ ჯერზე არ უნდა აღემატებოდეს 5000 ( ხუთი ათასი ) ლარს . 5. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის ოჯახის დახმარება ( ომის გმირი ) 4.3 ათასი ლარი დახმარება ნატურალური ფორმით დაზიანებული სახლის მასალები . შესაბამისი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე . 6. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მხედველობით მკვეთრი და მნიშვნელოვანი სტატუსის მქონე ბენეფიციარებზე ყოველთვიური ფინანსური დაფინანსებისათვის 50,0 ათასი ლარი მ / შ : მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოებზე თითოეულს თვეში 30 ლარი . მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირებზე თითოეულს თვეში 25 ლარი . დახმარების თანხა გაიცემა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, მომართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე . მოსალოდნელი შედეგები უსინათლოებისა და მათი ოჯახების კმაყოფილება 7. სოციალური გაუცხოების საკითხები , რომელიც არ ექვემდებარება კლასიფიკაციას . მუხლი 1 პუნქტი ა . 387.2 ათასი ლარი . ( სათნოების სახლისრეაბილიტაციისათვის ) “ 8. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ომის მონაწილეების დახმარება. 20.0 ათასი ლარი. წარმოდგენილი უნდა იქნეს: -პირადობის დამადასტურებელი მოწმობა( ასლი) -დევნილის მოწმობა (ასლი)( არსებობის შემთხვევაში) -ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ასლი) გაცემული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების-ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1058 ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად; მუხლი19. ზესტაფონისმუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტისN №12, №13 და №15 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. დანართი №12
დანართი №13
დანართი 14
დანართი 15
დანართი №16
„
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები