დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 662 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016355 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით (სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016264) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება სპეციალური მომზადების გავლის გარეშე.“. 2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისათვის სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სავალდებულო სპეციალურ მომზადებას ახორციელებს აკადემია და სამინისტროს სპეციალური ან/და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი, მოსამსახურეთათვის სპეციალური მომზადების გავლის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტის გაცემით.“. 3. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, განსაზღვრული ვადით მიიღება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შემცვლელი – მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე; ბ) შტატგარეშე მოსამსახურე - დავალების შესრულების ვადით; გ) გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.“. 4. მე-20 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სპეციალური კონკურსის გამოცხადებისას სპეციალურ საკონკურსო კომისიაში დამატებით ხმის უფლებით, არამუდმივ წევრად მონაწილეობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი (ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი).“. 5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სპეციალური საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის ხმა. კომისიამ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს გამოკითხვის წესით.“. 6. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს: შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე.“. 7. 24-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, ამავე პუნქტით დადგენილი პროგრამის ან/და კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, შეიძლება მიეცეს საქართველოს მოქალაქეს მინისტრის ან სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, ამ პირის სპეციალური ცოდნის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, გამოცდილების ან/და სხვა განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით.“. ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს. ამასთან, კანდიდატი უფლებამოსილია ერთი და იგივე დანაყოფში წარადგინოს მხოლოდ ერთი განცხადება/აპლიკაცია.“. გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სასაზღვრო პოლიციის საჯარო მოხელის ან სამოქალაქო პირის (იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულია სპეციალური წოდების მქონე პირის დანიშვნის შესაძლებლობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე) სურვილის შემთხვევაში, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე შეიძლება გამოცხადდეს სპეციალური კონკურსი. ამ შემთხვევაში, მოსამსახურე თავისი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და სპეციალურ კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე იმავე თანამდებობაზე დაეკისრება დროებითი მოვალეობის შესრულება.“. 8. 25-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კანდიდატის/კანდიდატების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის შემთხვევაში კომისია (გამოკითხვის წესით), ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შესახებ შეტყობინების (რომელსაც უზრუნველყოფს შესაბამისი საკადრო დანაყოფი) მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას სპეციალური კონკურსის შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატის გადაყვანის და მის მიმართ სპეციალური შემოწმების დაწყების, აგრეთვე მისი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ან გამოსაცდელი ვადით დანიშვნისგან თავის შეკავების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და კანდიდატს. შენიშვნა: აკადემიაში აკადემიურ თანამდებობაზე დასანიშნი პირის პოლიციაში მიღება ხდება გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გარეშე. 7. პოლიციაში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით. მითითებულ ვადაში შეიძლება მიმდინარეობდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი სპეციალური შესწავლა. სპეციალური შესწავლის და გამოსაცდელი ვადის (თუ გამოყენებულია გამოსაცდელი ვადის ეტაპი) წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას პირის პოლიციაში მიღების (სასაზღვრო პოლიციაში ჩარიცხვა) შესახებ, რომელიც შესაბამისი რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და ეცნობება სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს. შენიშვნა: 21 წლამდე პირის ან წვევამდელის პოლიციაში მიღება ხდება სპეციალური შემოწმების შემდეგ.“. 9. 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თანამდებობა ტოლფასია, თუ ითვალისწინებს მოსამსახურის ადრე დაკავებული თანამდებობის თანაბარ ზღვრულ წოდებას (წოდების არსებობის შემთხვევაში) ან/და თანამდებობრივ სარგოს.“. 10. 31-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის სათანადო სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სამართლებრივი აქტი ფორმდება მხოლოდ მოკლევადიანი შვებულების, ანაზღაურების გარეშე შვებულების, აგრეთვე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულების გაფორმების შემთხვევებში. 5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 11. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „რ” ქვეპუნქტი. 12. ამოღებულ იქნეს 50-ე მუხლი. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები