დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.162.016258 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1 .დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 80000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წელი)”; ბ) მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის, მედიკამენტებისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება. 2) მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მრავალშვილიანი (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახები“. 3) მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი) ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახები“. 4) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები: „პ) გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახი“; „ჟ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები”. 5) მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის, ლაბორატორიული გამოკვლევებისა და მედიკამენტების დაფინანსება ღირებულების ( პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის) 50%, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, ხოლო სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს 500 ლარამდე თანხა - 100 პროცენტით“. 6) მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მრავალშვილიანი (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახების დახმარება - 100 ლარი“; 7) მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება-არაუმეტეს 1000 ლარისა“. 8) მე-6 მუხლის „ლ“, „ლ.ა” და „ლ.ბ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები“; „ლ.ა.) დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო დახმარება - 9 მაისის დღესასწაულისათვის - 200 ლარი“; „ლ.ბ.) ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვის - 250 ლარი“. 9) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“ ქვეპუნქტი: „პ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის არაუმეტეს-500 ლარი”. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამის ბიუჯეტი
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები